მაკა ძაგანია - "დაშორების შემდეგ ტატო თვალით არ მინახავს"

მაკა ძაგანია - "დაშორების შემდეგ ტატო თვალით არ მინახავს"

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" გმირების პირადი ცხოვრება ბოლო დროს, ასე თუ ისე, დალაგდა. გამონაკლისი მხოლოდ თინაა, რომელსაც მამაკაცების ყურადღება არ აკლია, მაგრამ მაინც არაა ბედნიერი. თინას პირადი ცხოვრება ცოტათი ჰგავს მაკა ძაგანიას პირად ცხოვრებას. თინას მსგავსად, მაკამაც ვერ იპოვა ჯერ ის ადამიანი, ვისთანაც ძალიან ბედნიერი იქნება.

- მაკა, სერიალში შენს გმირზე ამბობენ, რომ მკაცრი იმიჯი აქვს და მამაკაცების მიმართაც მკაცრია, თუმცა, საბოლოო ჯამში, თინას არცთუ ცოტა მამაკაცი უყვარდა. შენს გმირზე თავად რას იტყვი?

- მგონი, გავიწყდებათ, თინა რამდენი წლისაა. მეორე სეზონში 32 წლის გახდა. არ მგონია, 32 წლის ასაკში ორი მამაკაცი რომ ჰყავდეს ქალს, დამღუპველი იყოს. ჩემი აზრით, თინას არ ჰყავდა ბევრი მამაკაცი. არც მგონია, ეს საკითხი განხილვად ღირდეს.

- თინას მამაკაცებიდან, როგორც მაყურებელს, რომელი მოგეწონებოდა?

- ალბათ ყველას თავისი ხიბლი ჰქონდა. სავარაუდოდ, ამიტომაც მოეწონა ისინი თინას. ვერც ერთს ვერ გამოვარჩევ.

- რეალურ ცხოვრებაში რომელი მოგეწონებოდა?

- როგორც მაკას, არც ერთი.

- რატომ?

- ზუსტად ვერ გეტყვი. უბრალოდ, ჩემს გემოვნებაში არც ერთი არ ჯდება. შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ რეალურ ცხოვრებაში ცოლად ვერც ერთს ვერ გავყვებოდი.

- გყავს მეოთხე თაყვანისმცემელი ვერსკი, რომელიც ჯერჯერობით უიმედოდ "ეჩალიჩება" შენს გმირს. ვერსკი ჯდება შენს გემოვნებაში თუ მასაც თინას თვალით უყურებ?

- რა თქმა უნდა, ვერსკის მეც თინას თვალით ვუყურებ. მაგრამ ვფიქრობ, რომ თინას და ვერსკის ურთიერთობა ძალიან საინტერესოა. ასევე საინტერესო იყო დემნას და თინას ურთიერთობა. მგონია, რომ თინას ვერსკი არასდროს მოეწონება. ყოველ შემთხვევაში, ახლა ასე ვფიქრობ. ვერსკის ტიპის ადამიანი არც მე მომეწონებოდა არასდროს.

- შეყვარებულს გასულ წელს დაშორდი. მასთან მეგობრობას აგრძელებ? ბევრი ახერხებს, რომ შეყვარებულთან იმეგობროს. შენც მათ შორის ხარ?

- რაც ტატოს დავშორდი, იმ დღის მერე თვალით არ მინახავს. ჩვენი მეგობრობა თითიდან გამოწოვილი ურთიერთობა იქნებოდა. ქუჩაში ან სადმე თუ შემხვდება, გამარჯობის და ნახვამდის თქმას წინ არაფერი უდგას. პირადად მე ყოფილ შეყვარებულთან არასდროს მიმეგობრია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება