ჯესიკა ბილი ფეხმძიმედაა?

ჯესიკა ბილი ფეხმძიმედაა?

ვარსკვლავური წყვილის, მომღერალ ჯასტინ ტიმბერლეიკისა და მისი მეუღლის, მსახიობ ჯესიკა ბილის ოჯახში სასიამოვნო სიახლეა - ჯესიკა პირველ ბავშვზეა ფეხმძიმედ.

ინფორმაციას ვარსკვლავური წყვილის ახლო მეგობარი, ცნობილი სტილისტი ესტი სტენლი ავრცელებს. მისი თქმით, ჯესიკამ კატეგორიულად მოითხოვა მისთვის ისეთი სტილის სამოსი შეერჩიათ, რომელიც შესამჩნევ მუცელს დაფარავდა.

"ჯესიკამ დამირეკა და ფართო სამოსის მიტანა მთხოვა. მეგობრები ვფიქრობთ, რომ ფეხმძიმედაა. ჯესიკას უზადო ტანი აქვს და დიდი ზომის კოლექცია არაფერში დასჭირდებოდა", - ამბობს სტენლი ჟურნალისტებთან საუბარში.

ჯერჯერობით, ფეხმძიმობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არც ჯესიკასა და არც ჯასტინს დაუდასტურებია.

შეგახსენებთ, ჯესიკამ და ჯასტინმა ერთმანეთი 2007 წელს გაიცნეს. შემდეგ ოფიციალურად დაშორდნენ, მაგრამ მალევე შერიგდნენ. შარშან კი ქორწილი გრანდიოზული წვეულებით აღნიშნეს. ჯასტინი მექალთანის რეპუტაციით სარგებლობს. მისი ყოფილი საყვარლების სია მომღერლებისა და მსახიობებისგან შედგება. ჯასტინს რომანი ჰქონდა ბრიტნი სპირსთან, ბიონსესთან და კამერონ დიასთან.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება