ტომ კრუზი შერის საუკეთესო საყვარლების სიაშია

ტომ კრუზი შერის საუკეთესო საყვარლების სიაშია

მომღერალი შერი მსახიობ ტომ კრუზსს თავის ერთ-ერთ საუკეთესო საყვარლად მიიჩნევს. 80-იან წლებში წყვილს რომანი ჰქონდა და როგორც ჩანს, ტომ კრუზმა მომღერალზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოადხინა.

აღიარება მომღერალმა ერთ-ერთ ტელეშოუში, თამაშში "სიმართლე ან შერი" გააკეთა. გადაცემაში სიტყვების თამაში მიდის: უნდა იყოს "სიმართლე ან სიცრუე", მაგრამ წამყვანებმა გადაცემის გამრავალფეროვნება გადაწყვიტეს.

მომღერალს სთხოვეს, მისი ყველაზე საუკეთესო საყვარლები ჩამოეთვალა. "პირველ ადგილზე ბევრის დაყენება შეიძლება, საუკეთსო საყვარლები მყავდა",-განაცხადა შერიმ. როდესაც საუბარი ტომ კრუზამდე მივიდა, მომღერალმა აღნიშნა, რომ "იგი ტოპ-ხუთეულში შედის". შერიმ ასევე დასძინა, რომ ტომი მაშინ საიენტოლოგი არ იყო. "ძალიან სექსუალური და მაგარი იყო. იგი შესანიშნავი მამაკაცია. კარგი და მიმზიდველი ბიჭი იყო".

შერიმ დააზუსტა, რომ საყვარლების სია გრძელი არაა, მაგრამ ყველაზე ხარისხიანია.

კრუზთან რომანზე შერი პირველად არ საუბრობს: 2008 წელს მომღერალმა ოპრა უინფრის შოუში განაცხადა, რომ ტომი სიგიჟემდე უყვარდა და რომ არა ვარსკვლავების გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, მათი სიყვარული საუკუნის რომანად იქცეოდა.

"იგი ძალიან მორცხვი იყო, ამბობდა, რომ სკოლაში თავს გარიყულად გრძნობდა და არავინ ესაუბრებოდა. ერთხელ ნიუ-იორკში, რესტორანში სავახშმოდ წავედით და ოფიციანტი, რომელიც გვემსახურებოდა მისი სკოლელი იყო", - გაიხსენა შერიმ.

მომზადებულია US Magazine-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება