ქეთა თოფურია საქორწინო ბეჭედს ეძებს

ქეთა თოფურია საქორწინო ბეჭედს ეძებს

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ქეთა თოფურია ქორწილისთვის მზადებას განაგრძობს. მის მოკრობლოგზე გამოქვეყნებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ქეთას საპატარძლო კაბა უკვე შერჩეული აქვს და ახლა ჯერი საქორწინო ბეჭედზეა.

მომავალმა ცოლ-ქმარმა არჩევანი ერთ-ერთ ძვირადღირებულ საიუველირო სახლზე, Graff-ზე შეაჩერა. მისი ბუტიკის ფოტო ქეთამ უკვე თავის მიკრობლოგზე გამოაქვეყნა. ცნობისთვის, ამ ბუტიკში ყველაზე იაფი ბეჭდის ღირებულება 20 000 დოლარია.

ჯგუფ ა-სტუდიოს სოლისტის, ქეთა თოფურიასა და მისი რჩეულის, ბიზნესმენ ლევ გეიხმანის ქორწილი სექტემბერში იგეგმება.

ორი დღის წინ ქეთამ თავის მიკრობლოგში მორიგი ფოტო განათავსა, რომელზეც ცნობილი დიზაინერის, ვერა ვონგის მიერ შექმნილი საქორწინო კაბის მორგებას ცდილობს.

"ყოველთვის დიდი საქორწინო კაბა მსურდა, მაგრამ მოვხვდი, რომ უფრო მოკრძალებული, კოკტეილის კაბა მჭირდება" - წერს თოფურია მოკრობლოგში.

მომზადებულია glamurchik.tochka.net-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება