ავრილ ლავინი გათხოვდა

ავრილ ლავინი გათხოვდა

მომღერალი ავრი ლავინი ცოლად ჯგუფ Nickelback-ის მუსიკოს ჩედ კრიუგერს გაჰყვა. ქორწილი სამხრეთ საფრანგეთში გაიმართა. ამის შესახებ მომღერლის ინტერესების წარმომადგენელი კომპანიის ხელმძღვანელის მაიკ ჰელერის "ტვიტერი" იუწყება.

"სამხრეთ საფრანგეთში ვარ და მალე ვნახავ ჩემი როკ-ვარსკვლავი ავრილ ლავინი როგორ გათხოვდება, ბედნიერებაა, იყო ამ დღესასწაულის ნაწილი. ჯერჯერობით არანაირი ქორწილის ფოტო, მაგრამ მოგვიანებით ყველაფერს მოგიყვებით, ყველა აღფრთოვანებულია",-დაწერა მიკრობლოგში ჰელერმა.

ინტერნეტში პაპარაცების ფოტოები გავრცელდა, რომლებზეც როგორც ფოტორეპორტიორები ირწმუნებიან, 28 წლის მოღრლის ქორწილია ასახული.

ავრილს ღია ცისფერი კაბა, კოლგოტი და წითელი ფეხსაცმელი აცვია. თავზე კი გვირგვინი ახურავს. პატარძალი ნეფესა და მისი ჯგუფის წევრებთან პოზირებს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ფოტოები ავრილის კლიპის Here’s to Never Growing Up-ის გადაღების დროს გადაიღეს, ამიტომ დასავლური მედია ფოტოების მოძიებას განაგრძობს.

ავრილი და ჩედი 2012 წლის აგვისტოში დაინიშნენ. წყვილმა ერთმანეთი თებერვალში გაიცნო, როდესაც ლავინის მეხუთე ალბომისთვის სიმღერას ერთად წერდნენ. ავრილი ამბობდა, რომ გრანდიოზული ქორწილი სურდა: "მინდა, რომ ეს ნამდვილად ხალისიანი და შესანიშნავი მოვლენა იყოს და რომ სტუმრებმა განიცადონ რაღაც ისეთი, რაც ცხოვრებაში ერთხელ ხდება",-აღნიშნა მომღერალმა.

ავრილისთვის ეს პირველი ქორწინება არაა: იგი 2006 წელს დერეკ უიბლის გაჰყვა ცოლად. წყვილი 2009 წელს გაიყარა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება