ინდოეთსა და ჩინეთში სტიქიას ებრძვიან

ინდოეთსა და ჩინეთში სტიქიას ებრძვიან

ინდოეთში, დაახლოებით ორი კვირის წინ მოსული ძლიერი წვიმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, შესაძლოა, 10 000 მიაღწიოს. ამის შესახებ უცხოური მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.

ამ დრომდე ხელისუფლება 6500 დაღუპულს ვარაუდობდა. თუმცა 3 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულია. შტატ უკარაქხანდის მაღალმთიან რაიონებში 4 000 ადამიანი იმყოფება, რომელთა დახმარებასაც მაშველები ვერ ახერხებენ. ინდოეთში 14-17 ივნისის სტიქიის შედეგად, ამ დრომდე 822 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.

ამავდროულად, სამკვირიანმა გადაუღებელმა წვიმებმა ჩინეთის აღმოსავლეთით 2 მილიონ ადამიანს შეუქმნა პრობლემა. სტიქიის შედეგად დაინგრა 1500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები. პროვინცია ჩზეციანში ეკონომიკური ზიანი 90 მილიონამდე დოლარს შეადგენს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა