"ჯაზის ეპოქის" მეფე და დედოფალი - მწერალი, რომლის რომანებზე, სიმდიდრესა და სიყვარულზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა

"ჯაზის ეპოქის" მეფე და დედოფალი - მწერალი, რომლის რომანებზე, სიმდიდრესა და სიყვარულზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა

მათ "ჯაზის ეპოქის" მეფესა და დედოფალს ეძახდნენ, კაცი ძალიან პოპულარული ამერიკელი მწერალი იყო, ქალი - მისი შეუცვლელი მუზა. მწერლის წარმატებულ რომანებზე, სიმდიდრესა და სიყვარულზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა.

მაგრამ ეს გატაცებები არაფერი იყო ცხოვრების მთავარ სიყვარულთან ზელდა სეირთან შედარებით.

საბედისწერო შეხვედრა

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდმა და ზელდა სეირმა ერთმანეთი 1918 წელს ალაბამის შტატის პატარა ქალაქ მონტგომერში გაიცნეს. ორივესთვის საბედისწერო შეხვედრა ქალაქის ერთ-ერთ ბარში შედგა. სკოტ ფიცჯერალდი, იმ დროს 67-ე ქვეითი პოლკის ლეიტენანტი, ბარში მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად შევიდა. ზელდა, შტატის პირველი ლამაზმანი, როგორც წესი, უამრავი თაყვანისმცემლის გარემოცვაში ერთობოდა.

ფიცჯერალდს გოგონა ერთი ნახვით შეუყვარდა. "ყველაზე ლამაზი გოგონა, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ, - იხსენებდა შემდეგ მწერალი. - მაშინვე მივხვდი: ის ჩემი უნდა გამხდარიყო!"

პირველ შეხვედრას ზელდაზე წარუშლელი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, მაგრამ იყო რაღაც ისეთი, რამაც სკოტი მის ზღვა თაყვანისმცემელზე მაღლა დააყენა. როგორც თავად აღნიშნა, "რაღაც არამიწიერმა ძალამ ჩემი გული სიხარულით აავსო".

იმ წელს ზელდა სეირი 18 წლის იყო, იგი ოჯახში მეექვსე და ნაბოლარა ბავშვი გახლდათ.

გოგონას ემოციური და რომანტიკული დედა ფეხმძიმობის დროს ბოშა ზელდაზე რომანებს კითხულობდა. ასე დაარქვეს გოგონას იშვიათი და უჩვეულო სახელი. დედის სითბოსა და მამის ფულებით გათამამებულ გოგონას ყველა უსიამოვნებისგან იცავდა მამის გავლენიანი გვარი, იგი შტატის მოსამართლე იყო. ზელდა ოქროს ახალგაზრდებისთვის დამახასიათებელი ცხოვრებით ცხოვრობდა - ბალეტზე დადიოდა, საკუთარი სიამოვნებისთვის ხატავდა, თავისუფალ დროს ერთობოდა. ჯერ კიდევ მაშინ მიხვდა, რომ არც მუშაობა უნდოდა და არც დაბერება. ისეთი ადამიანი სჭირდებოდა, რომელიც მის ცხოვრებას დღესასწაულად აქცევდა.

ლამაზმანზე ოთხი წლით უფროს ფიცჯერლდს, მათი ნაცნობობის პერიოდში, განუზომელი ამბიციებისა და ალკოჰოლის სიყვარულის გარდა არანაირი შემოსავალი არ ჰქონდა. ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლა გამორიცხვით დასრულდა. მომავალი მწერლის მშობლები ამ ამბავმა აღაშფოთა, თავად ფრენსისი ამ ფაქტით გახარებული იყო.

პრინსტონში მხოლოდ ერთი მიზნით ჩააბარა, სკოლის ფეხბურთის გუნდსა და უნივერსიტეტის თეატრში უნდოდა თამაში. მაგრამ სპორტსმენად არ ივარგა, თეატრში კი მხოლოდ ხუთოსნებს იყვანდნენ, რომელთა შორის ფრენსისი არ ირიცხებოდა. ასე რომ, სკოტისთვის სწავლამ აზრი დაკარგა. ბევრი ფიქრის შემდეგ ჯარში წასვლა გადაწყვიტა, რომ სწრაფად და გმირულად დაღუპულიყო, რათა თავიდან აეცილებინა პრობლემები და აუხდენელი ოცნებები. ფრონტზე მწერალი ვერ მოხვდა, მონტგომერში გაანაწილეს, რისი წყალობითაც უდიდესი სიყვარული ეწვია.

"იმედის ქონის უიშვიათესი ნიჭი"

რა თქმა უნდა, ზელდას მშობლებმა იცოდნენ, რომ მსგავსი კანდიდატი მათ შვილს ქმრად არ გამოადგებოდა, მაგრამ სკოტმა და ზელდამ თავისი გაიტანეს. ამასთან, ქორწილი იმ შემთხვევაში გაიმართებოდა, თუ ფრენსისი სასწრაფოდ დაიწყებდა მუშაობას. ბედნიერი საქმრო მაშინვე გაეშურა ნიუ-იორკში და სამოქალაქო რკინიგზასთან არსებულ სააგენტოში სარეკლამო აგენტად მოეწყო. სწორედ იმ პერიოდში გადაწყვიტა დაებეჭდა თავისი პირველი რომანი "რომანტიკული ეგოისტი", მაგრამ ხელნაწერი უკან დაუბრუნეს მინიშნებით, რომ საჭირო იყო "დამუშავება". მონტგომერში მარტო დარჩენილი ზელდა სხვა მამაკაცებთან აბამდა რომანებს. თავს ისე ლამაზად და ძლიერად მიიჩნევდა, რომ ერთხელ აუზში შიშველმა იბანავა. ასეთი რამის გაბედვა შტატის არც ერთ ქალიშვილს არ შეეძლო. ზელდამ ამ საქციელით თაყვანისმცემლების არმია გაიორმაგა. ვიღაც უპერსპექტივო ყმაწვილის გამო ცხოვრების შეცვლას არ აპირებდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ თაყვანისმცემლისადმი მიწერილი სასიყვარულო ბარათი შემთხვევით საქმროს გაუგზავნა. ზელდას დაკარგვით გაცოფებული სკოტი მაშინვე საცოლესთან ჩავიდა და ახსნა-განმარტება მოსთხოვა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება