ჯენიფერ ლოპესი თურქმენეთის პრეზიდენტის იუბილეზე გამოსვლისთვის გააკრიტიკეს

ჯენიფერ ლოპესი თურქმენეთის პრეზიდენტის იუბილეზე  გამოსვლისთვის გააკრიტიკეს

მომღერალი ჯენიფერ ლოპესი ადამიანის უფლებათა დაცვის ფონდმა მკაცრად გააკრიტიკა. ორგანიზაციის წევრები მომღერლის ერთ-ერთმა ბოლო გამოსვლამ აღაშფოთა, რომელიც თურქმენეთის პრეზიდენტს მიეძღვნა. უფრო ზუსტად, ლოპესმა მონაწილეობა მიიღო კონცერტში, რომელიც თურქმენეთის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩატარდა.

"ლოპესს უფლება აქვს თავი ირჩინოს და დიქტატორის წინაშე გამოსვლაც მისი არჩევანია, სამაგიეროდ, ეჭვქვეშ დგება მისი მონაწილეობა საერთაშორისო პროგრამაში, რომელიც მექსიკელი ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯებნიფერ ლოპესმა თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვის 65 წლის იუბილეზე რამდენიმე ჰიტი შეასრულა და ბოლოს იუბილარს Happy birthday, mister president უმღერა.

მომზადებულია hollywoodreporter.com-ის მიხედვთ. 

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება