ჯესიკა სიმპსონს შვილი შეეძინა

ჯესიკა სიმპსონს შვილი შეეძინა

მომღერალ ჯესიკა სიმპსონს მეორე შვილი შეეძინა. ვარსკვლავმა ვაჟს აის კნუტი დაარქვა.

ჯესიკას მშობიარობის შესახებ ინფორმაცია მომღერლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალ US Weekly-ს უკვე დაუდასტურა.

"ბავშვი ლოს-ანჯელესში პრესტიჟულ სამშობიაროში დაიბადა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს", - განაცხადა ჯესიკას წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, ვარსკვლავსა და მის საქმროს, ერიკ ჯონსონს 10 თვის შვილი მაქსველი ჰყავთ. წყვილი ასე სწრაფად მეორე ბავშვის გაჩენას არ აპირებდა, თუმცა ჯესიკამ განაცხადა, რომ პირველმა შვილმა ის უბედნიერეს ქალად აქცია, ამიტომ უარს არც მეორეზე იტყვის. დაუგეგმავმა ორსულობამ ჯესიკასა და მისი საქმროს ქორწილიც გადადო, თუმცა ჯესიკას განცხადებით, ის და ერიკი მალე შეუღლდებიან.

მომზადებულია US Weekly-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება