პაკისტანში თინეიჯერი დები ეზოში ცეკვის გამო მოკლეს

პაკისტანში თინეიჯერი დები ეზოში ცეკვის გამო მოკლეს

პაკისტანში, ქალაქ ჩილასში თინეიჯერი დები იმისთვის მოკლეს, რომ წვიმიან ამინდში ქუჩაში ცეკვა და გართობა გაბედეს.

15 და 16 წლის დები, ნორ ბასრა და ნორ შეზა საკუთარი სახლის ეზოში ცეკვავდნენ, იცინოდნენ და მობილურის ვიდეო კამერით იღებდნენ. ადგილობრივმა მამაკაცებმა გოგონების საქციელი ოჯახის შეურაცხყოფად და ქალისთვის შეუფერებელ საქციელად მიიჩნიეს და მოზარდები სასტიკად დასაჯეს. 5 შეიარაღებული მამაკაცი გოგონების სახლში შეიჭრა და დები დედის თვალწინ დაცხრილა. პოლიცია შემთხვევას იძიებს. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონებზე თავდასხმის ორგანიზატორი ოჯახის ახლობელი მამაკაცია, რომელმაც საზარელი მკვლელობა "ოჯახის ღირსების აღსადგენად" ჩაიდინა.

მსგავსი შემთხვევები პაკისტანში ხშირია - მსოფლიო შეძრა შარშან გავრცელებულმა ინფორმაციამ, როდესაც მშობლებმა საკუთარი 16 წლის გოგონა ბიჭთან საუბრის გამო მოკლეს. ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის ბოლო მონაცემებით, მხოლოდ 2011 წელს 1000-მდე ქალი გახდა ე.წ "ღირსების მკვლელობის" მსხვერპლი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ:

მამაკაცთან ცეკვის გამო პაკისტანელი ქალები სიკვდილით დასაჯეს

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა