სანდრა ბალოკი: "მამაკაცები პაემნებზე აღარ მეპატიჟებიან"

სანდრა ბალოკი: "მამაკაცები პაემნებზე აღარ მეპატიჟებიან"

49 წლის მსახიობმა სანდრა ბალოკმა აღიარა, რომ ახლა მხოლოდ შვილზე, ლუიზეა კონცენტრირებული და პაემნებზე სიარულის არც დრო აქვს და არც ენერგია.

ვარსკვლავმა გამოცემა The Age-თან საუბრისას განაცხადა, რომ ახლა მის გვერდით შვილისა და პირადი დაცვის გარდა, სხვა მამაკაცი ვერ წარმოუდგენია. მისივე თქმით, მამაკაცები მას პაემნებზე აღარც ეპატიჟებიან, ვინაიდან ვერავინ უძლებს მარტოხელა დედის დაძაბულ გრაფიკს.

მსახიობი იმედოვნებს, რომ როდესაც მისი შვილი გაიზრდება, პირადი ცხოვრების მოწყობასაც შეძლებს.

"რთული დღის ბოლოს რომელი მამაკაცი მოიდომებს პაემანზე ჩემს მიპატიჟებას, როდესაც საშინლად გამოვიყურები. მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, ვინ იცის რა შეიძლება მოხდეს?" - განაცხადა მსახიობმა.

სანდრას ბოლო ხანგრძლივი ურთიერთობა 2010 წელს დასრულდა, როდესაც ვარსკვლავი მეუღლეს ჯეისი ჯეიმსონს 5 წლიანი ქორწინების შემდეგ გაეყარა.

მომზადებულია Huffington Post-ის მიხედვი თ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება