ვარსკვლავური ტრენდი: სლიპერები

ვარსკვლავური ტრენდი: სლიპერები

სლიპერები ხავერდის ან ტილოსგან შეკერილი დაბალქუსლიანი ფეხსაცმელია, რომელიც ოდესღაც ბრიტანელი არისტოკრატი მამაკაცების საშინაო ფეხსაცმელი იყო. დღეს ის ვარსკვლავების გარდერობის ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია, რომელმაც ე.წ ბალეტკები, მოკასინები და კედები ჩაანაცვლა.

დღეს სლიპერებით მოდას აყოლილი ადამიანები დადიან. ოფიციალურად სლიპერებს Prince Albert slippers ქვია. ის პრინცი ალბერტის ბრძანებით შექმნეს, რომელმაც ხავერდის ფეხსაცმელზე ოქროს ნაქარგების და ატლასის სარჩულის დატანება მოითხოვა.

ამან პრინცი ალბერტი სამუდამოდ დაამკვიდრა მოდის ენციკლოპედიაში. სლიპერების "ისტორიაში" მეორე ცნობილი ფიგურა რობერტ კენედია. 1960-იან წლებში მან სლიპერები საგარეო ფეხსაცმლად აქცია.

1990-იანი წლებიდან სლიპერები მოულოდნელად გაქრა მოდის ჰორიზონტიდან. ფეხსაცმელმა ”ძველი დიდება” 2011 წელს დაიბრუნა. დღეს სლიპერები აბსოლუტური მოდური ჰიტია. ამ ორიგინალურმა ფეხსაცმელმა პოპულარობის პიკს მიაღწია და ადგილი დაიმკვიდრა ბიონსეს, მირანდა კერის, ენ ჰეთევეის და გვენ სტეფანის გარდერობებში.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება