კიმ კარდაშიანი და კენი ვესტი შვილის ფოტოს ქველმოქმედების მიზნით გაყიდიან

კიმ კარდაშიანი და კენი ვესტი შვილის ფოტოს ქველმოქმედების მიზნით გაყიდიან

კენი ვესტი და კიმ კარდაშიანი არ ჩქარობენ მსოფლიოსთვის მათი ახალშობილი ქალიშვილის, ნორთ ვესტის გაცნობას.

მომავალმა მეუღლეებმა მათი შვილის ფოტოს გაყიდვა გადაწყვიტეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წყვილი ამას მოგებისთვის არ აკეთებს. ფოტოების გაყიდვიდან შემოსული ჰონორარი ქველმოქმედებას მოხმარდება.

გარდა ამისა, კენი ვესტმა პირველად აღნიშნა მამის დღე და კიმისგან უნიკალური საჩუქარიც მიიღო. კარდაშიანმა მისი შვილის მამას apple-ს ფირმის კურსორები უსახსოვრა, რომლებზეც თავად სტივ ჯობსმა და სტივ ვოზნიაკმა მოაწერეს ხელი. კენი ვესტი სტივ ჯობსის თაყვანისმცემელია და საკუთარ თავს შოუ-ბიზნესის სტივ ჯობსაც კი უწოდებს.

მომზადებულია tvnz.co.nz-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება