FBI-ს საიდუმლო მასალები: ჯექსონი ფულს უხდიდა იმ ბავშვების მშობლებს, რომლებზეც ძალადობდა

FBI-ს საიდუმლო მასალები: ჯექსონი ფულს უხდიდა იმ ბავშვების მშობლებს, რომლებზეც ძალადობდა

ბრიტანულმა გაზეთმა The Sunday People-მა ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს საიდუმლო დოსიე გამოაქვეყნა. სკანდალურ მასალაში საუბარია იმაზე, რომ 1989 წლიდან პოპის მეფე ბავშვებზე ძალადობდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯექსონი სიცოცხლეში ამ ხმების უარყოფას და საწინააღმდეგოს დამტკიცებას ცდილობდა. გარდა ამისა, საქმიდან ირკვევა, რომ ჯექსონი ამ ბავშვების მშობლებს დუმილისთვის ფულს უხდიდა. საერთო ჯამში ბავშვების გარყვნა ვარსკვლავს 35 მლნ დოლარი დაუჯდა.

იმაში, რომ მაიკლ ჯექსონი ბავშვებთან მხოლოდ მეგობრობით არ შემოიფარგლებოდა, FBI-ს გარდა ადვოკატი ენტონი პელიკანოც დარწმუნებულია. სწორედ ის დაიქირავა ჯექსონმა ისეთი ინფორმაციის შესაგროვებლად, რომელიც ამ საზარელ ხმებს უარყოფდა, თუმცა ენტონიმ საწინააღმდეგო შინაარსის მქონე დეტალებს მიაგნო.

2005 წელს პელიკანო ვარსკვლავების სატელეფონო ზარების უკანონო მოსმენისთვის დააკავეს. საქმე, რომელიც ჯექსონის საიდუმლოებებს შეიცავდა, დამნაშავისთვის ჩამორთმეულ ნივთებს შორის იყო. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი ბავშვებისადმი პოპის მეფის დამოკიდებულების შესახებ.

დოსიეში ნახსენებია 17 პატარა ბიჭი, რომლებზეც მაიკლი სექსუალურად ძალადობდა. მათ შორის იყვნენ ახალგაზრდა მსახიობები და მოცეკვავეები. ამ ბავშვების მშობლებს დუმილისთვის მომღერალი სხვადასხვა ოდენობის თანხას უხდიდა. მაგალითად, ინკოგნიტო მსახიობის ოჯახმა მაიკლისგან 596 000 დოლარი მიიღო, ხოლო Neverland-ის დამლაგებელი 2 მლნ დოლარის მფლობელი გახდა.

მომღერლის ადვოკატების მტკიცებით, მაიკლმა ფული მხოლოდ ერთხელ გადაუხადა 13 წლის ჯორდან ჩანდლერის ოჯახს, რომელთანაც  რთიერთობა 1993 წელს ჰქონდა.

მომზადებულია The Sunday People-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება