ბესარიონის 5 საყვარელი ნივთი

ბესარიონის 5 საყვარელი ნივთი

ბესარიონი ქართველი დიზაინერია, რომელიც რამდენიმე წელია, მოსკოვში მოღვაწეობს. ის სამოსს რუსული ესტრადის წარმომადგენლებისთვის ქმნის, რომელთა შორის არიან ჯგუფი "ა სტუდიო", სერგეი ლაზარევი და მიუზიკლი "მეტრო".

მას შემდეგ, რაც კიევში ანუკი არეშიძის და ბიჭოლა თეთრაძის კონცეპტუალური მაღაზია concept store ANOUKI BICHOLLA გაიხსნა, ბესარიონის სამოსის შეძენა უკვე უკრაინაშიც შეიძლება.

"ძალიან მიხარია, რომ პირველი მაღაზია უკრაინაში, სადაც ჩემი ბრენდის სამოსი გაიყიდება, ჩემს მეგობრებს ეკუთვნით. ძალიან მსიამოვნებს, რომ ანუკიმ და ბიჭოლამ იმ დიზაინერთა სიაში ჩამრთეს, რომელთა სამოსი მათ მაღაზიაში იყიდება", - აღნიშნავს დიზაინერი.

ბესარიონი უკრაინული მოდური გამოცემა bestin-ს ტრადიციული რუბრიკის "5 საყვარელი ნივთი" სტუმარი გახდა.

1. სათვალე Ray-Ban

"სათვალე ჩემი საყვარელი ნივთია. არ მაქვს სათვალეების დიდი კოლექცია, ვინაიდან ყველა მწარმოებელს შორის კლასიკურ მოდელს Ray-Ban-ის "ავიატორებს" ვანიჭებ უპირატესობას. მაქვს ორი ასეთი სათვალე, შავი და ოქროსფერი შუშებით. ისინი ყველაფერს უხდება, ამიტომ ვერ ვხედავ აზრს, სათვალეების დიდი კოლექცია მქონდეს."

2. კლატჩი Comme des Garsons

"ეს კლატჩი-მატყუარაა, ერთი მხრიდან სტაფილოსფერია, მეორე მხრიდან ლურჯი. ყველა ჩემი მოგზაურობის დროს შეუცვლელი ნივთია. იდეალური ზომის გამო ძალიან მოსახერხებელია. მასში ზუსტად ეტევა ის ნივთები, რომლებიც ჩემთვის აუცილებელია - გასაღები, დოკუმენტები, ტელეფონი, ფული და სიგარეტი"

3. Givenchy-ს მაისური

"ძალიან მიყვარს Givenchy-ს მაისურები. ყველაზე მოდურად და აქტუალურად მიმაჩნია. მუდმივად ვანახლებ ამ მაისურების მარაგს - პრაქტიკულად ბრენდის ყოველ ახალ კოლექციაში ვპოულობ ჩემთვის რაღაც ახალს. ჩემი აზრით, Givenchy-ის ნივთების ძალა მის ცნობილ პრინტებშია - პირადად მე ისინი შთამაგონებენ".

4. საათი Invicta

"ეს ძვირადღირებული საათი დაბადების დღეზე ჩემმა ერთმა ძალიან მდიდარმა მეგობარმა მაჩუქა. ეს კომპანია საათებს ძალიან ლიმიტირებულად აწარმოებს - 1 მოდელის დაახლოებით 10 ეგზემპლარი მთელს მსოფლიოში. მართლაც გამიმართლა, რომ ერთ-ერთი მათგანის მფლობელი ვარ, ვინაიდან თავად ასეთი ფასის მქონე აქსესუარს ვერ შევიძენდი. და მადლობა ღმერთს, რომ ბევრი წარმატებული მეგობარი მყავს, რომლებიც ხშირად მჩუქნიან ორიგინალურ და განუმეორებელ საჩუქრებს. მეც იგივეთი ვპასუხობ."

5. ყელსაბამი ჯვრებით

"ჯვარი ერთგვარი თილისმაა, რომელიც ჩემს შემოქმედებას მიყვება. ყოველ ჩემს ჩვენებაზე აუცილებლად ემატება ამ ყელსაბამს ერთი ჯვარი. როგორც წესი, ჯვრებს მჩუქნიან, ყოველ ჩვენებაზე ახალი, საინტერესო ჯვარი მოაქვთ."

მომზადებულია bestin.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება