ი­რაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე ბედ­ნი­ე­რია, მის ინ­ტერ­ვი­უს ასე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა რომ მოჰ­ყვა

ი­რაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე ბედ­ნი­ე­რია, მის ინ­ტერ­ვი­უს ასე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა რომ მოჰ­ყვა

4 თვის წინ ნი­ნი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბამ დი­დი მით­ქმა-­მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვი­ა. ამ­ბობ­დნენ, ნი­ნი ქმარს და­შორ­და და თბი­ლის­შიც ამი­ტომ დაბ­რუნ­და­ო. ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რალ­მა მოს­კო­ვი­დან დაბ­რუ­ნე­ბა იმით ახ­სნა, რომ ფეხ­მძი­მედ იყო და თან "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ჟი­უ­რი­ში უნ­და ყო­ფი­ლი­ყო.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი გა­მოქ­ვეყ­ნდა ნი­ნი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ქმრის, ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძის ინ­ტერ­ვიუ, სა­დაც ის ამ­ბობს, რომ მას და ნი­ნის 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თი მე­სი­ჯიც კი არ გა­უგ­ზავ­ნი­ათ ერ­თმა­ნე­თის­თვის და ერ­თი მი­ზე­ზიც კი არა აქვს მე­უღ­ლეს­თან შე­რი­გე­ბის. ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე ინ­ტერ­ვი­უ­ში იმა­საც ამ­ბობს, რომ ნი­ნი მას­ზე პი­ა­რის გა­მო გათხ­ოვ­და, თა­ვად კი არა­სო­დეს აინ­ტე­რე­სებ­და პო­პუ­ლა­რო­ბა. თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლი სხვაგ­ვა­რად მსჯე­ლობს და სვამს კითხ­ვას - ვინ გა­ი­კე­თა პი­ა­რი - ნი­ნი ბა­დუ­რაშ­ვილ­მა, რო­მელ­საც არც პო­პუ­ლა­რო­ბა აკ­ლდა და არც გათხ­ო­ვე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბო­და, თუ ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძემ, რო­მე­ლიც ნი­ნი ბა­დუ­რაშ­ვილ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ გა­იც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და რო­მე­ლიც, ნი­ნის ბე­ბი­ის - ლა­ლი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა ქარ­თველ ჟურ­ნა­ლისტს უკავ­შირ­დე­ბო­და და სთხოვ­და, მას­თან ინ­ტერ­ვიუ ჩა­ე­წე­რათ აღ­ნიშ­ნულ სა­კითხ­ზე. თუ ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძის "ფე­ის­ბუ­კის" ქრო­ნი­კით ვიმ­სჯე­ლებთ, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია, მის ინ­ტერ­ვი­უს ასე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა რომ მოჰ­ყვა, გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი აქვს ყვე­ლა ლინ­კი, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნეტ­ში მი­სი და ნი­ნის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ და­ი­წე­რა. მე­ტიც: ის მად­ლო­ბას იხ­დის და ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის. ნი­ნი და ირაკ­ლი 25 ოქ­ტომ­ბერს და­ო­ჯახ­დნენ და "შე­რა­ტონ მე­ტე­ხი პა­ლას­ში" გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­დეს.

ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძის ინ­ტერ­ვი­უს გა­მო­ეხ­მა­უ­რა ნი­ნის მეჯ­ვა­რე ქე­თა თო­ფუ­რი­ა, რო­მელ­მაც ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძეს კრე­ტი­ნი უწო­და. ლა­ლი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, წყვი­ლის უთან­ხმო­ე­ბის მი­ზე­ზი ირაკ­ლის უყუ­რადღ­ე­ბო­ბა იყო, ის ამ­ბობს, რომ ყო­ფი­ლი სი­ძე კვი­რა­ში ერთ სა­ღა­მო­საც ვერ ატა­რებ­და ოჯახ­ში და ნი­ნი უცხო ქა­ლაქ­ში სულ მარ­ტო იყო. ირაკ­ლის გარ­თო­ბა და დროს­ტა­რე­ბა რომ გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარს, ამას მი­სი ახ­ლობ­ლე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ და მი­სი "ფე­ის­ბუ­კის" გვერ­დი­თაც მიხ­ვდე­ბით, რომ მი­სი სუს­ტი მხა­რე სუს­ტი სქე­სი­ა.

"ყვე­ლა სი­ახ­ლე" შე­ე­ცა­და ნი­ნი ბა­დუ­რაშ­ვილს გა­სა­უბ­რე­ბო­და, მაგ­რამ ნი­ნიმ გა­ნაცხ­ა­და, რომ მომ­ხდარ­ზე ლა­პა­რა­კი არ სურს.

ორ კვი­რა­ში ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ქა­ლიშ­ვილს ელო­დე­ბა, რო­მელ­საც ბავ­შვო­ბის მე­გობ­რის სა­ხელს - ელე­ნეს და­არ­ქმევს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

იხილეთ ასევე: ”ნინი ბადურაშვილის ქორწინება სკანდალით დასრულდა - კვირაში ერთი საღამოც კი ვერ გამონახო ახლადმოყვანილი ცოლისთვის, რამდენად მოსაწონია?”

ირაკლი კუტალაძე - "ნინის მიზანი იყო, კანონიერად გათხოვილიყო და კანონიერი ქორწინებიდან გაეჩინა შვილი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება