ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ ენისტონი ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ ზოგჯერ ცდუნებას ვერ უძლებს.
ენისტონმა ჟურნალ New York-ს გულახდილი ინტერვიუს მისცა და განაცხადა, რომ მხოლოდ ერთხელ ისადილა სწრაფი კვების ობიექტში და ამას ძალიან ნანობს. ჯენიფერის თქმით, "მაკდონალდსში" ბიგ-მაკი მიირთვა.
"ძალიან მეჩქარებოდა და გზაზე ჯანსაღი პროდუქტი ვერ ვნახე. ერთადერთი რესტორანი "მაკდონალდსი" შევნიშნე. ძალიან მშიოდა და შესვლა გავბედე. მახსოვს, ბიგ-მაკი შევუკვეთე. როგორც ჩანს, ორგანიზმი ამისთვის მზად არ იყო. ჩემი ლამაზი ტანი ორგანული და ბუნებრივი საკვების დამსახურებაა. ყოველთვის ჯანსაღი პროდუქტებით ვიკვებები. მაშინ დავრწმუნდი, რომ სახის კანზე აისახება ის, რასაც მიირთმევ", - განაცხადა მსახიობმა.
მომზადებულია New York-ის მიხედვით.