ჯონი დეპმა გადაცემის წამყვან მამაკაცს ტუჩებში აკოცა

ჯონი დეპმა გადაცემის წამყვან მამაკაცს ტუჩებში აკოცა

სანამ მსახიობ ჯონი დეპის საყვარელი ემბერ ჰარდი ყოფილ პარტნიორთან ატარებს დროს, ჯონიმ ახალი "გატაცება" იპოვა - პოპულარული სატელევიზიო შოუს წამყვანი ჯიმი კიმელი.

ვარსკვლავი მისი ახალი ფილმის ”მარტოხელა რეინჯერის" პრომო კამპანიის ფარგლებში შოუს ეწვია და პირდაპირ ეთერში ათასობით მაყურებლის თვალწინ გადაცემის წამყვანს ტუჩებში სამჯერ აკოცა. მსახიობის გრძნობების მოულოდნელი მოზღვავება ჯიმი კიმელის შემდეგმა სიტყვებმა გამოიწვია: ”თქვენ ძალიან სიმპათიური, მოდით გულახდილები ვიყოთ, ლამაზი სახე გაქვთ!"

მას შემდეგ, რაც ჯონიმ წამყვანი კოცნით დააჯილდოვა, კიმელმა აღიარა, რომ ამდენი მისთვის სკოლაშიც კი არ უკოცნიათ. მსგავსი აღიარება ჯონი დეპმაც გააკეთა. აღმოჩნდა, რომ დღეს მსოფლიოში აღიარებული სექს-სიმბოლო სკოლაში გოგონებს შორის პოპულარობით სულაც არ სარგებლობდა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება