ოუენ უილსონი - "საკუთარი თავის ერთგული უნდა დარჩე"

ოუენ უილსონი - "საკუთარი თავის ერთგული უნდა დარჩე"

ამ დღეებში გაქირავებაში გამოვიდა ფილმი "კადრები", რომელშიც ფლეგმატური გარეგნობის ოუენ უილსონი კვლავ ამხიარულებს საზოგადოებას თავისი ძველი მეგობრისა და პარტნიორის ვინს ვონის დახმარებით. მას მერე, რაც კეიტ ჰადსონთან დაშორების დეპრესიული პერიოდი გადალახა (რომელსაც თვითმკვლელობის მცდელობაც ახლდა თან), ოუენს მეგობარმა ქალმა ვაჟი გაუჩინა და ამჟამად ბედნიერად გრძნობს თავს.

- ახალ ფილმში თქვენს ეკრანულ წყვილს კარიერაში ექმნება პრობლემა. რა ეხმარება გმირებს ხელახლა ფეხზე დადგომაში?

- ასეთ სიტუაციაში ერთადერთი რამ გეხმარება - საკუთარი თავის ერთგული უნდა დარჩე. ჩვენი უცნაური ბიჭები აღმოჩნდებიან კომპანია "გუგლში", სადაც ბრწყინვალე შედეგებს მიაღწევენ ისე, რომ საერთოდ ვერ ერკვევიან კომპიუტერებში.

- ამ კომპანიაზე ლეგენდებს ჰყვებიან: ოფისებიც არ არის და ხალხი ველოსიპედებით დადის პირდაპირ საერთო დერეფანში, საკონფერენციო დარბაზების ნაცვლად კი სამასაჟე კაბინეტებიაო...

- სრული სიმართლ­ეა. ამას დაამატეთ კიდევ უფასო კაფეები. მაგრამ რაც მთავარია, იქ ფანტასტიკური გარემოა, რომელშიც საოცარ პროდუქტებს იგონებენ. გაოცებული ვიყავი! მართლა გეუბნებით, ორმოცდახუთი წლის ასაკში რაიმე მიღწევა რომ არ მქონოდა კინოინდუსტრიაში, ნამდვილად ვისურვებდი, იქ მემუშავა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება