პრეზიდენტი პრემიერს ურჩევს, შეიარაღებულ ძალებზე "აგდებული ლაპარაკისგან" თავი შეიკავოს

პრეზიდენტი პრემიერს ურჩევს, შეიარაღებულ ძალებზე "აგდებული ლაპარაკისგან" თავი შეიკავოს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრს ურჩევს, შეიარაღებულ ძალებზე "აგდებული ლაპარაკისგან" თავი შეიკავოს. როგორც სააკაშვილმა გუშინ, სპეციალურ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილისგან ასეთი განცხადებები ეხმიანება და მიჰყვება მტრის პროპაგანდას.

"მე ვურჩევდი მას, რომ არა მხოლოდ როგორც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა, არამედ როგორც საქართველოს მოქალაქემ, თავი შეიკავოს შეიარაღებულ ძალებზე ასე ადგებული ლაპარაკისგან. ეს ეხმიანება და მიჰყვება მტრის პროპაგანდას. მან დღეს არაერთხელ თქვა, რომ რაღაც საკითხებში ეთანხმება ვლადიმერ პუტინს, რაც ძალიან სავალალოა. მეორეს მხრივ, ეს აზარალებს იმას, ზოგადად, რაზეც დგას ქართული სახელმწიფოებრიობა, საქართველოს მომავალი. მე ძალიან ვამაყობ საქართველოს შეიარაღებული ძალებით, მათ გადამწყვეტი როლი ითამაშეს საქართველოს ისტორიაში და გააგრძელებენ გადამწყვეტი როლის შესრულებას საქართველოს მომავლისთვისაც", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, არ შეუძლია რეაგირების გარეშე დატოვოს ბიძინა ივანიშვილის ის განცხადებაც, რომლის თანახმადაც, "შეიარაღებულ ძალებს არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს უსაფრთხოებისთვის".

"ასევე მერამდენედ, დღეს ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია იქნა ნათქვამი პრემიერ-მინისტრის მხრიდან და ძალიან არასწორი ფორმით. ამას ყველა შეჩვეულია. ეს გამოხატავს იმ დონეს, რომელიც დღეს სამწუხაროდ გააჩნია ჩვენს პრემიერ-მინისტრს და მთავრობის ხელმძღვანელს. ამის შეცვლა მე ნამდვილად არ ხელმეწიფება. როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, არ შემიძლია არ მოვახდინო რეაგირება იმაზე, რაც მან თქვა საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე. ჯერ ერთი, მან ილაპარაკა იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, შეიარაღებული ძალები აღვჭურვეთ, განვავითარეთ, ეს ყველაფერი დამთავრდა ძალიან ცუდად. მან პრაქტიკულად გაიმეორა რუსეთის თეზისი ამის შესახებ და მან თქვა, რომ შეიარაღებულ ძალებს არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს თურმე საქართველოს უსაფრთხოებისთვის. რა თქმა უნდა, დიპლომატია არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ დიპლომატიას თუ არ უმაგრებს გვერდს თუნდაც რაღაც დონის შეიარაღებული ძალები, ის დიპლომატია არის ყოველთვის წარუმატებელი. მინდა ვთქვა ბატონი ივანიშვილის გასაგებად, 2008 წელს, თუ არა ჩვენი გმირული წინააღმდეგობა ჩვენი შეიარაღებული ძალების, თუ არა ის, რომ ჩვენმა პირველმა შენაერთებმა გააქციეს 58-ე არმიის ხელმძღვანელი, გენერალი ხრულოვი, მოიგერიეს პირველი შეტევები, ჩამოყარეს პირველი საფრენი აპარატები, ჩვენ არ გვექნებოდა საუბარი დიპლომატიისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად. ეს მას არ ესმის, მაგრამ მე ვიცი ძალიან კარგად", - აღნიშნა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე