რეპერ 50 Cent-ს ყოფილი საყვარლის ცემისთვის 5 წლით პატიმრობა ემუქრება

რეპერ 50 Cent-ს ყოფილი საყვარლის ცემისთვის 5 წლით პატიმრობა ემუქრება

ცნობილ ამერიკელ რეპერს 50 Cent-ს მისი შვილის დედის ცემასა და მისი ქონების დაზიანებაში ადანაშაულებენ.

პროკურატურაში განაცხადეს, რომ მუსიკოსს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 46 000 დოლარი ჯარიმა ემუქრება. ბრალდებას მას ოფიციალურად 22 ივლისს წაუყენებენ.

რეპერმა და მისმა საყვარელმა 23 ივნისს იჩხუბეს. გაცეცხლებულმა მუსიკოსმა ავეჯი დაამტვირია, შეშინებული ქალი აბაზანაში ჩაიკეტა. მან აბაზანის კარი შეამტვრია და საყვარელს წიხლები დაუშინა. პოლიციამ ქონების ზარალი 7,1 ათას დოლარად შეაფასა.

დაზარალებულის სახელი, ისევე როგორც სკანდალის მიზეზი არ სახელდება, მაგრამ ამერიკელი ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ საყვარლები ერთად სამი წელი იყვნენ.

სკანდალური მუსიკოსი სასამართლოს წინაშე უკვე არაერთხელ წარდგა. ადრე მას საავტორო უფლებების დარღვევასა და გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება