სამხრეთ კორეაში პლასტიკურ ოპერაციებს 6 წლის ბავშვებს უკეთებენ

სამხრეთ კორეაში პლასტიკურ ოპერაციებს 6 წლის ბავშვებს უკეთებენ

სამხრეთ კორეაში პლასტიკური ოპერაციების ბუმია - ადგილობრივი კლინიკების კლიენტურა იზრდება, მომსახურება კი იაფდება.

ტეხასის სამედიცინო ტურიზმის ცენტრის ექსპერტების პროგნოზით, სამედიცინო ტურიზმი აზიაში ყოველწლიურად 15–20%-ით იზრდება, მაგრამ სწორედ სამხრეთკორეული ბაზარი ითვლება მსოფლიოში ყველაზე მზარდად. ქვეყანა პირველ ადგილს იკავებს ქვეყნების რეიტინგში, რომლებშიც ყველაზე მეტ პლასტიკას იკეთებენ.

2011 წელს სამედიცინო მომსახურებაზე ქვეყანაში რეკორდული, 116 მლნ დოლარი დაიხარჯა.

ყოველ მეხუთე კორეელს ერთი პლასტიკური ოპერაცია მაინც გაუკეთებია. სილამაზის სტანდარტი ღია ფერი კანს, პაწაწინა ცხვირს, ფართო თვალებს და წვეტიან ნიკაპს ითვალისწინებს. 

ასაკობრივი ცენზი ასეთ ოპერაციებზე დაწესებული არ არის. სეულის BK DongYang Plastic Surgery Clinic-ის ქირურგი კუმ ბოინგ-განი ამბობს, რომ ყველაზე პატარა, ვისაც ოპერაცია გაუკეთა, 6 წლის იყო (ბავშვს ქუთუთოები მოაჭრეს), ყველაზე მხცოვანი კი 70 წლის, კლიენტს კანის დაჭიმვა სურდა.

ბოლო დროს სამხრეთ კორეაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროცედურა ყბის ძვლის პლასტიკაა. მაგრამ იგი ამავე დროს ერთ-ერთი ყველაზე რთული ოპერაციაა. ამჟამად მისი დახმარებით ყბის ოვალს აწვრილებენ. პროცედურები ხშირად გართულებით სრულდება:

პაციენტები ყბის ქრონიკულ ტკივილს განიცდიან, კბილები ეგრიხებათ, ხანდახან პირი ებრიცებათ და გაღიმება და ჭამა უჭირთ.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა