მაია ფაჩუაშვილი "ჩემი ცოლის დაქალებში" 14-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ აღმოჩნდა

მაია ფაჩუაშვილი "ჩემი ცოლის დაქალებში" 14-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ აღმოჩნდა

სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" რამდენიმე სერიის წინ ახალი გმირები - პეტრე და ელენე გამოჩნდნენ. პეტრე ერთ-ერთი მთავარი გმირის, თინას სიმპათიის ობიექტად იქცა, ელენე კი პეტრეს დაა, რომელიც ავტოკატასტროფის შედეგად ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული, მის გამო კი ძმამ საზღვარგარეთ კარიერის გაგრძელებაზე უარი თქვა. მაყურებელი ძალიან დააინტერესა ელენეს გმირის შემსრულებელმა ქალბატონმა, რომლიც მსახიობი მაია ფაჩუაშვილი გახლავთ. ქალბატონი მაიას ჯგუფი თეატრალურ ინსტიტუტში დღეს უკვე მეტად პოპულარული მსახიობებისგან შედგებოდა. მართალია, სწავლის დასრულებისთანავე რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე განაგრძო მუშაობა, მაგრამ ამის შემდეგ ჰქონდა 14-წლიანი შემოქმედებითი პაუზა. დროთა განმავლობაში სცენას ისევ დაუბრუნდა და მიხვდა, რომ მისი ადგილი იქაა, ერთ-ერთი სპექტაკლიდან კი პირდაპირ სერიალში აღმოჩნდა.

- ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა. ჩავაბარე შესაბამის ფაკულტეტზე და არაჩვეულბრივ ჯგუფში ვსწავლობდი. ისეთი ჯგუფელები მყავდნენ, რომლებმაც თავიანთ საქმეში წარმატებას მიაღწიეს და მათი გვარ-სახელებიც დღეს საზოგადოებისთვის ცნობილია: მერაბ ნინიძე, ნანუკა ხუსკივაძე, ნანა შონია, ლევან ბერიკაშვილი, გოჩა კაპანაძე, ირაკლი მაჭარაშვილი, ლევან წულაძეც ჩვენი ჯგუფელი იყო, სანამ სარეჟისოროზე გადავიდოდა. თეატრალურ ინსტიტუტში საკმაოდ პოპულარული ჯგუფი ვიყავით, სასწავლებლის დასრულებისთანავე მთელი ჯგუფი რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე სათამაშოდ გადაგვიყვანეს, საკმაოდ დიდხანს ვმუშაობდით ერთად, მაგრამ შემდეგ ყველამ თავისი გზა მონახა. ძალიან კარგად მახსენდება ის პერიოდი, გვყავდა ჩვენი მაყურებელი, თაყვანისმცემლები, არავის არ უნდოდა ჩვენი დაშლა, მაგრამ 1993 წლიდან ყველაფერი აირია და ცხოვრება სხვადასხვაგვარად გავაგრძელეთ.

- როგორ წარიმართა თქვენი შემოქმედებითი ცხოვრება?

- ძალიან დიდი პაუზა მქონდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს დრო ჩემს შვილს მოვახმარე. იმ პერიოდში თავისუფალ თეატრში დათო დოიაშვილის სპექტაკლ "ჰენრიხ IV"-ში ვითამაშე, თან ვმუშაობდი გახმოვანებაზე. ამჟამად კი ვთამაშობ ჭოლასთან მარჯანიშვილის თეატრში.

- ანუ მარჯანიშვილის თეატრის დასში ირიცხებით?

- არა, ლევან წულაძემ მიმიწვია მისი სტუდენტის სპექტაკლში სათამაშოდ, რომელმაც თურქი დრამატურგის თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესა "ზვავი" გააცოცხლა სცენაზე და უკვე ორი სეზონია მარჯანიშვილის თეატრის სხვენში ვთამაშობთ ამ სპექტაკლს, ამასთანავე ვმონაწილეობ სპექტაკლში "კოტე მარჯანიშვილი".

- საკმაოდ გრძელვადიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, სცენაზე დადგომა არ იყო რთული? ალბათ ღელავდით...

- დოისთან მუშაობამდე 4-წლიანი პაუზა მქონდა, შემდეგ კი 10 წელი ვიყავი ჩამოშორებული ამ საქმეს, 14-წლიანი შესვენების შემდეგ არანაირად არ გამჭირვებია სცენაზე დაბრუნება, პირიქით, ძალიან გამახარა ამ ფაქტმა და მივხვდი, რომ ჩემი ადგილი იქაა, სადაც დღეს ვმუშაობ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება