აპირებენ თუ არა კახიანები ირაკლი კუტალაძისთვის პასუხის გაცემას?

აპირებენ თუ არა კახიანები ირაკლი კუტალაძისთვის პასუხის გაცემას?

მას შემდეგ, რაც ნინი ბადურაშვილი მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა და "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის წევრი გახდა, საზოგადოება მისი და ირაკლი კუტალაძის შესაძლო დაშორებაზე ალაპარაკდა. ნინი პრესისთვის მიცემულ ინტერვიუებში ამას დამაჯერებლად უარყოფდა, უფრო მეტიც - ამბობდა, რომ მსოფლიოში ყველაზე გამგები ქმარი ჰყავს. ახლახან კი პრესაში მისი მეუღლის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა: ირაკლი კუტალაძე ამბობს, რომ ნინის მიზანი იყო, ოფიციალურად გათხოვილიყო და შვილი კანონიერი ქორწინებიდან გაეჩინა. ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმაში არ შედიოდაო... მას ცოლთან დაშორება გადაწყვეტილი აქვს და ვერც მიზეზს ხედავს, ეს ნაბიჯი რომ არ გადადგას.

კახიანები ირაკლი კუტალაძისთვის პასუხის გაცემას პრესის საშუალებით არ აპირებენ.

ეკა კახიანი:

- ინტერვიუებს არ ვიძლევი.

- ირაკლი კუტალაძის...

- (მაწყვეტინებს) ირაკლი არ მაინტერესებს. ნახვამდის.

თავის დროზე "გზის" მკითხველებს ნინი ბადურაშვილის გაბედნიერებისა და გრანდიოზული ქორწილის კულუარული ამბები მომღერლის ბებიამ, ლალი ბადურაშვილმა უამბო. მაშინ სიძე ძალიან მოსწონდა, მასზე აღფრთოვანებული ლაპარაკობდა. ამბობდა, ირაკლი ნამდვილი მაჩოაო და შვილიშვილს არჩევანს უწონებდა. დღეს კი მის საქციელს არამამაკაცურს უწოდებს.

ლალი ბადურაშვილი:

- წავიკითხე ირაკლის ინტერვიუ. ვიცოდი, მას ძალიან უნდოდა, ქართულ პრესასთან ამ თემაზე ელაპარაკა.

- ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ?

- 2 გამოცემას დაუკავშირდა. მათ ინტერვიუზე უარი უთხრეს. როგორც ჩანს, ნინის მდგომარეობას ანგარიში გაუწიეს. ირაკლი გაბრაზდა და სხვა გამოცემას დაუკავშირდა. მყავს მეგობარი ჟურნალისტები, ეს ამბავი მათ მითხრეს. ირაკლის საქციელი ძალზე არაკაცურია. ოჯახურ ამბებზე საჯაროდ ვინ ლაპარაკობს?!

- ნინისა და ირაკლის ურთიერთობის გარკვევა არ უცდიათ?

- ვერაფერს გეტყვით, ნინი ძალიან თავშეკავებულია. ვიცი, მხოლოდ ის, რომ მოსკოვში მარტოობამ შეაწუხა. ეს სიმარტოვე ირაკლიმ ვერ შეუვსო. მესმის, შეიძლება დაკავებული იყო, ბევრი საქმე გქონდეს, მაგრამ ახალმოყვანილი ცოლისთვის დროის გამონახვა უნდა შეძლო. მით უმეტეს მაშინ, როცა უცხო ქალაქში მიგყავს.

- ნინი მეუღლესთან უთანხმოებაზე, წყენაზე ოჯახის წევრებთან თუ ლაპარაკობდა?

- როგორც ჩანს, ყველაფერი ჯერ არ იყო გარკვეული და ნინი ურთიერთობას უფრთხილდებოდა. ახლა ისეთ მდგომარეობაშია, ზედმეტი კითხვებით არ მინდა შევაწუხო.

- ინტერვიუში ირაკლი ამბობს, რომ ნინის მამასთან, ერეკლესთან ჰქონდა ურთიერთობა. მასთან პრობლემაზე ულაპარაკია?

- მათ სატელეფონო საუბრები ჰქონდათ.

- ბოლოს ერთმანეთს როდის დაელაპარაკნენ?

- დიდი ხანია, აღარ ულაპარაკიათ. ერეკლემ ტელეფონის ნომერი გამოცვალა და როგორც ჩანს, ირაკლიმ ახალი ნომერი ვერ გაიგო. ერეკლესაც აღარ დაურეკავს.

- თავის დროზე, ნინიზე უკმაყოფილება გამოუთქვამს ერეკლესთან?

- არა, მსგავსი არასდროს არაფერი უთქვამს.

- ნინის დღეს ელაპარაკეთ?

- არა. 2 კვირაში ბავშვს ელოდება და უსიამოვნო თემაზე ვერ დაველაპარაკები.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება