ბავშვები, რომლებიც ტახტის მემკვიდრესთან ერთად დაიბადებიან, "იღბლიან პენის" მიიღებენ

ბავშვები, რომლებიც ტახტის მემკვიდრესთან ერთად დაიბადებიან, "იღბლიან პენის" მიიღებენ

დიდი ბრიტანეთის სამეფო მონეტების კარმა დაახლობით 2000-მდე ”იღბლიანი" პენი” მოჭრა. მას ის ბავშვები მიიღებენ, რომლებიც პრინცი უილიამის და ქეით მიდლტონის შვილის დაბადების დღეს გაჩნდებიან.

მონეტის ღირებულება 28 ფუნტი სტერლინგია და მასზე ბრიტანეთის გერბის დეტალებია გამოსახული. "იღბლიანი პენი" ტახტის მემკვიდრის სქესის მიხედვით, ცისფერ ან ვარდისფერ ტომარაში მოთავსდება. მშობლები მის მიღებას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ მონეტების კარის "ფეისბუქის" გვერდზე განაცხადს შეავსებენ.

მონეტის მისაღებად მსურველებმა განაცხადი ბავშვის დაბადებიდან 2 თვის მანძილზე უნდა შეავსონ. გარდა ამისა, აუცილებელია ბავშვის დაბადების მოწმობის წარდგენაც.

სავარაუდოდ კემბრიჯის ჰერცოგინია ივლისის შუა რიცხვებში იმშობიარებს. ბრიტანეთში ახალშობილისთვის ვერცხლის მონეტის ჩუქება კარგ ტონად ითვლება. ეს ნიშნავს, რომ ჩვილი ჯანმრთელი იქნება.

მომზადებულია BBC-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა