ევა ლონგორიას ახალი საყვარელი ჰყავს

ევა ლონგორიას ახალი საყვარელი ჰყავს

მსახიობი ევა ლონგორია მაიამელ მეწარმესა და ფილანტროპს ერნესტო აგრელოს ხვდება. მათი რომანის შესახებ ჭორები სამი თვის წინ გავრცელდა, მაგრამ წყვილმა ხმები უარყო და აღნიშნა, რომ მხოლოდ მეგობრები არიან.

"ვფიქრობ ჩვენი ურთიერთობა ასეთი განსაკუთრებული იმიტომაა, რომ მეგობრობით დაიწყო",- ამბობს მსახიობი.

ევამ ერნესტო ტელეშოუ Ready For Love-ის გადაღებებზე გაიცნო - ერნესტო შოუში მონაწილეობდა, ევა კი პროდუსერი იყო. გაზაფხულზე შოუ ეთერში გავიდა და მათი რომანის შესახებ ჭორებიც გავრცელდა. იმ დროისთვის ისინი უსაფუძვლო იყო, მაგრამ ევა ვარაუდობს, რომ სწორედ პრესაში გავრცელებულმა ინფორმაციამ უბიძგა მათ ამ ნაბიჯისკენ.

"ვფიქრობ, პრესას მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ გვაიძულა დაგვენახა ის, რაც ჩვენ ვერ შევამჩნიეთ!",- იცინის ლონგორია.

ახლახან ევა ნიკარაგუაში გაფრინდა, სადაც ერნესტოს მშობლები გაიცნო.

"ევა და ერნესტო იდეალური წყვილია, ორივე ესპანურად საუბრობს, ერთი რელიგია და კულტურული საფუძველი აქვთ",- ირწმუნება წყვილის მეგობარი.

მომზადებულია People-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება