საფრანგეთში ლუი დე ფიუნესის მუზეუმი გაიხსნა

საფრანგეთში ლუი დე ფიუნესის მუზეუმი გაიხსნა

საფრანგეთში, კომუნა სელეში ცნობილი კომიკოსის, ლუი დე ფიუნესის მუზეუმი გახსნეს. გახსნის ცერემონია კინომსახიობის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ გაიმართა.

ცნობილი კომიკოსი სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, სოფელ სელესთან შორიახლოს, მამულ შატო დე კლერმონში ცხოვრობდა. იქ იგი ბაღს უვლიდა და ხშირად თევზაობდა.

ყოველ ორ თვეში მუზეუმში ფიუნესის მონაწილეობით საკულტო ფილმების ჩვენება გაიმართება. თაყვანისმცემლებს მის საყვარელ ადგილებში გასეირნებაც შეუძლიათ. ექსკურსიის მარშრუტს "ლუის კვალდაკვალ" ჰქვია.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.  

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება