დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების მე-14 წლისთავს აღნიშნავენ

დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების მე-14 წლისთავს აღნიშნავენ

14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ვიქტორია და დევიდ ბექჰემები დაქორწინდნენ.

1999 წლის 4 ივლისს დევიდმა და ვიქტორიამ საქორწინო აღთქმა ირლანდიის ციხესიმაგრე ლატრელსტოუნში გაცვალეს. ლეგენდის მიხედვით, ამ ციხესიმაგრეში მოჩვენება ბინადრობს, თუმცა წყვილს ამ ფაქტის არ შეშინებია.

საქორწინო ცერემონია წყვილს 800 000 აშშ დოლარი დაუჯდა, ხოლო ვიქტორიას კაბა, რომელიც დიზაინერმა ვერა ვონგმა შექმნა, 100 000 დოლარი ღირდა. 

ახლა დევიდს და ვიქტორიას ოთხი შვილი, სამი ვაჟი - ბრუკლინი, რომეო და კრუზი და ერთი ქალიშვილი, ჰარპერი ჰყავთ.

ბექჰემების ოჯახი არაერთხელ დაასახელეს თანამედროვეობის ყველაზე მყარ კავშირად. 

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება