გერმანელი მსახიობი დაიან კრიუგერი ჯოშუა ჯექსონთან მისი ხანგრძლივი ურთიერთობის საიდუმლოს ამხელს. მსახიობი ამბობს, რომ ყველა სირთულის დაძლევაში ფსიქოლოგთან რეგულარული კონსულტაცია ეხმარება.
"უცნაურია, მაგრამ პარიზში, სადაც ადრე ვცხოვრობდი, არ არის მიღებული ურთიერთობებში წარმოქმნილი სირთულეების შესახებ ხმამაღლა საუბარი, აქ კი, ამერიკაში, ყველა ღიად საუბრობს ამაზე. ამერიკელებში ეს თვისება ძალიან მომწონს", - აღნიშნა მსახიობმა ჟურნალ Marie Claire-თან საუბარში.
კრიუგერი ბედნიერია, რომ ისეთი მამაკაცი იპოვა, რომელსაც ურთიერთობებზე მისი მსგავსი შეხედულებები აქვს.
"ურთიერთობა ყოველთვის რთულია, მნიშვნელობა არ აქვს, როგორი სამსახური გაქვთ, რამდენად ცნობილი ხართ, უბედური ხართ თუ ღარიბი, - ამბობს კრიუგერი. - მთავარია, როგორი დამოკიდებულებ გაქვთ ერთმანეთის მიმართ. ბედნიერი ვარ, რომ ვიპოვე ადამიანი, რომელიც ჩემს მიმართ იგივეს გრძნობს, რასაც მე მის მიმართ. მე და ჯოშუას ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე იდენტური შეხედულება გვაქვს. თუმცა როგორც არ უნდა იყოს, სპეციალისტის დახმარება მაინც საჭიროა. ფსიქოლოგთან ვიზიტი ექიმთან ვიზიტს არ ნიშნავს. ფსიქოლოგია ხომ იმისთვის არის საჭირო, რომ თავი უკეთ იგრძნო და ცხოვრებისეულ სირთულეებს გაუმკლავდე".
36 წლის კინოვარსკვლავი აღიარებს, რომ ზოგიერთი პრობლემის მოგვარებისას დამოუკიდებლად მოქმედება უჭირს.
"გარკვეულ ასაკამდე თავს შემდგარ პიროვნებად მივიჩნევდი. ვფლობ სამ ენას (კრიუგერი თავად ახმოვანებს საკუთარ როლებს სხვადასხვა ქვეყანაში ფილმების გაქირავებისთვის), ვმოგზაურობ მსოფლიოში, იმდენი რამ მინახავს!... მაგრამ, როდესაც 30 წელი შემისრულდა, მივხვდი, რომ ცხოვრების არაფერი გამეგება!", - განაცხადა მსახიობმა.
დაიან კრიუგერი ჯოშუა ჯექსონთან სამოქალაქო ქორწინებაში უკვე შვიდი წელია ცხოვრობს. დაქორწინებას ისინი ჯერჯერობით არ აპირებენ, თუმცა ამბობენ, რომ მათი სიყვარული ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ადრე.
მომზადებულია Marie Claire-ის მიხედვით.