მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბუ­ლებს სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურს შეს­თა­ვა­ზე­ბენ

მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბუ­ლებს სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურს შეს­თა­ვა­ზე­ბენ

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დაზღ­ვე­ვის ახა­ლი პროგ­რა­მა გა­ფარ­თოვ­და და გარ­და გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი­სა, სა­ხელ­მწი­ფო ახ­ლა უკ­ვე გეგ­მურ ოპე­რა­ცი­ებ­სა და გა­მოკ­ვლე­ვებ­საც აფი­ნან­სებს, ამ კუთხ­ით პრობ­ლე­მე­ბი კვლავ რჩე­ბა, რა­საც, დი­დი ალ­ბა­თო­ბით, სა­დაზღ­ვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბის პა­ცი­ენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის პრობ­ლე­მა ისევ და­ერ­თვე­ბა. ამ და სხვა პრობ­ლე­მებ­ზე "ყვე­ლა სი­ახ­ლე"შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტორ ნოე ქინ­ქლა­ძეს ესა­უბ­რა.

- 1-ლი ივ­ლი­სი­დან სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა გა­ფარ­თოვ­და და მე­ო­რე ეტა­პი და­იწყ­ო. ფარ­თოვ­დე­ბა ურ­გენ­ტუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის სპექ­ტრი. პროგ­რა­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ა­ში ოჯა­ხის ექი­მის მომ­სა­ხუ­რე­ბის, ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას. ასე­ვე და­ფი­ნან­სდე­ბა გეგ­მუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ფარ­თო სპექ­ტრი. გეგ­მუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის წლი­უ­რი ლი­მი­ტი 15 ათა­სი ლა­რი იქ­ნე­ბა და 70 პრო­ცენ­ტით და­ფი­ნან­სდე­ბა. ორ­სულ­თა პატ­რო­ნა­ჟი და მშო­ბი­ა­რო­ბა, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 500 ლა­რით და­ფი­ნან­სდე­ბა, სა­კე­ის­რო კვე­თა კი - 800 ლა­რით. ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ზე წლი­უ­რად 12 ათა­სი ლა­რია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და 80 პრო­ცენ­ტით და­ფი­ნან­სე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. 18 წლამ­დე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ონ­კო­ლო­გი­უ­რი და კარ­დი­ო­ქი­რურ­გი­უ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა 100-პრო­ცენ­ტი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ხელ­მწი­ფომ ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა და­იწყ­ო, 12 ათა­სი ლა­რი, რაც ამ პროგ­რა­მი­თაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სა­კ­მა­რი­სი არა­ა. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­ცა პა­ცი­ენტს გა­დარ­ჩე­ნის შან­სი აქვს, მაგ­რამ ოპე­რა­ცია რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ათა­სი ჯდე­ბა და უსახ­სრო­ბის გა­მო, ის სი­ცოცხ­ლის შანსს კარ­გავს.

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის­თვის არის ცალ­კე პროგ­რა­მე­ბი, მა­გა­ლი­თად, ლე­ი­კე­მი­ის დროს.

- მაგ­რამ გა­დარ­ჩე­ნის შან­სე­ბი სხვა სა­ხის სიმ­სივ­ნური და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­საც აქვთ. მა­გა­ლი­თად, იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტე­ბი გა­ი­მარ­თა და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს ოპე­რა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო თან­ხა შე­უგ­როვ­და. ისი­ნი გა­დარ­ჩნენ, მაგ­რამ რა ქნან იმათ, ვინც საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტე­ბით ან სხვა გზით ოპე­რა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო თან­ხის შეგ­რო­ვე­ბას ვერ ახერ­ხებს და, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­სიკ­ვდი­ლო­დაა გან­წი­რუ­ლი. სა­ხელ­მწი­ფო რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბას იღებს ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის წინა­შე?

- სა­ხელ­მწი­ფო ცდი­ლობს, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ა­ფი­ნან­სოს ისი­ნი, თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს ვერ გასწ­ვდე­ბა.

- ამ დაზღ­ვე­ვის პროგ­რა­მის გარ­და, არ­სე­ბობს სხვა რა­ი­მე პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლავს სიმ­სივ­ნით და­ავ­ადე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­დარ­ჩე­ნის შან­სებს, მა­თი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მა­ინც რომ და­უ­ფი­ნან­სოს ოპე­რა­ცი­ე­ბი?

- ეს ჯერ შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა. ჩვენ გა­ვა­კე­თეთ ის, რომ 2,5 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც არა­ფე­რი ჰქონ­და, მა­ღალ დო­ნე­ზე ექ­ნე­ბა უფა­სო სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა. ეს პროგ­რა­მა თით­ქმის ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბას მო­ი­ცავს. იშ­ვი­ათ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე კი ცალ­კე პროგ­რა­მე­ბი გვექ­ნე­ბა.

- გარ­და დაზღ­ვე­ვი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა, სხვა ბევ­რი პრობ­ლე­მა რჩე­ბა გა­და­უჭ­რე­ლი. მა­გა­ლი­თად, მზრუ­ნვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი - სრულ­წლო­ვა­ნე­ბის შემ­დეგ ისი­ნი ისევ ქუ­ჩა­ში ხვდე­ბი­ან. მთე­ლი ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე სა­ხელ­მწი­ფო მა­თი ბე­დით არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა და ღმერ­თმა იცის, რა პი­რო­ბებ­ში უწევთ ცხოვ­რე­ბა და რო­გორ ახერ­ხე­ბენ თა­ვის გა­ტა­ნას. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით თუ მუ­შა­ობს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო?

- გე­თან­ხმე­ბით, ეს მარ­თლაც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა­ა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პროგ­რა­მა ჯერ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი არა­ა, თუმ­ცა მუ­შა­ო­ბა მი­დის.

- აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა თუ არა სა­ხელ­მწი­ფოს მი­ერ მათ­თვის ბი­ნე­ბის გა­და­ცე­მა და თავ­შე­საფ­რით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კითხ­ი?

- რა ფორ­მით იქ­ნე­ბა, ვერ გეტყ­ვით. მა­გა­ლი­თად, გვინ­და, რომ ვა­ჟებს შევ­თა­ვა­ზოთ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი - პრო­ფე­სი­აც ექ­ნე­ბათ და, ამა­ვე დროს, ბი­ნი­თა და კვე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი იქ­ნე­ბი­ან. ქა­ლე­ბის­თვის პრო­ფე­სი­ულ სწავ­ლე­ბა­სა და და­საქ­მე­ბას უზ­რუნ­ველ­ვყოფთ.

- პრო­ფე­სი­ის მი­ცე­მა გა­სა­გე­ბი­ა, მაგ­რამ თავ­შე­საფ­რის პოვ­ნა და ბი­ნით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა იმ ადა­მი­ნებ­საც კი უჭირთ, რომ­ლე­ბიც ოჯა­ხებ­ში გა­ი­ზარ­დნენ, შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბაც მი­ი­ღეს და მშობ­ლებ­მაც გარ­კვე­უ­ლი ქო­ნე­ბა და­უ­ტო­ვეს. თავ­შე­საფ­რებ­ში გაზ­რდი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის კი გა­ცი­ლე­ბით ძნე­ლია ცხოვ­რე­ბის ნუ­ლი­დან დაწყ­ე­ბა, მით უმე­ტეს, ბი­ნის შე­ძე­ნა ან და­ქი­რა­ვე­ბა. ამას­თან, ვა­ჟე­ბის­გა­ნაც სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის­თვის ყვე­ლა ვერ გა­მოდ­გე­ბა, ისე­თი სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის მქო­ნე ქვე­ყა­ნა­ში კი, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლო­ა, სამ­სახუ­რის შოვ­ნა ად­ვი­ლი არაა და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მა­ინც ბე­დის ანა­ბა­რა რჩე­ბი­ან, გან­სა­კუთ­რე­ბით გო­გო­ნე­ბი. მა­გა­ლი­თად, წელს, სულ მცი­რე, 85 ბავ­შვი და­ტო­ვებს სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლებს.

- ეს სუ­ლაც არაა ად­ვი­ლი, თუმ­ცა ვფიქ­რობთ და მი­დის მუ­შა­ო­ბა. ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა გა­ი­სად და ბი­უ­ჯე­ტი რის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს. ვა­დას­ტუ­რებ, რომ ეს დღემ­დე ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა და გა­დაჭ­რას სა­ჭი­რო­ებს.

მარი ონეზაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე