ლედი გაგამ ცხვირისა და ნიკაპის ფორმა შეიცვალა

ლედი გაგამ ცხვირისა და ნიკაპის ფორმა შეიცვალა

თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ეპატაჟური მომღერალი ლედი გაგა შოუ-ბიზნესს შეცვლილი იმიჯით დაუბრუნდა. გაგა ნამდვილ ლედის დაემსგავსა. მომღერალმა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და ცხვირისა და ნიკაპის ფორმა შეიცვალა. ეს ფაქტი მაშინვე განსჯის საგნად იქცა, ვინაიდან ლედი გაგა ყოველთვის მოუწოდებდა თავის ფანებს ისეთად მიეღოთ საკუთარი თავი, როგორებიც არიან და სასტიკად ეწინააღმდეგებოდა პლასტიკურ ქირურგიას. ცვლილებებია მომღერლის ჩაცმულობაშიც, ის ახლა უპირატესობას შავ, კონსერვატიულ სამოსს ანიჭებს.

ბევრმა აღნიშნა, რომ ოპერაციამ კარგი შედეგი გამოიღო, "სახის ახალი ნაკვთები" გაგას მართლაც ძალიან უხდება. თუმცა არიან ისეთებიც ვინც მიიჩნევს, რომ ამ ყველაფრით გაგამ საკუთარი წარსული გააუფასურა. ახლა მომღერლის ძველი განცხადებები ფარსს დაემსგავსა.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება