ეგვიპტეში შეტაკებების დროს 26 ადამიანი დაიღუპა

ეგვიპტეში შეტაკებების დროს 26 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა ეგვიპტეში, დამხობილი პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებების დროს. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, დემონსტრანტებს შორის ძალადობრივი დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ქაიროში უსაფრთხოების ძალებმა მოჰამედ მურსის სამი მხარდამჭერი მოკლეს.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა ცეცხლსასროლი იარაღით იყო მოკლული.

"ბიბისის" ინფორმაციით, ეგვიპტეში გასული კვირის ბოლოს დაწყებული მასობრივი არეულობების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა. ეგვიპტის სხვადასხვა ქალაქებში არეულობა კი კვლავ გრძელდება. ქუჩაში გამოსული ათასობით ეგვიპტელი დამხობილი პრეზიდენტის მოჰამედ მურსის პოსტზე დაბრუნებას ითხოვს.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა