ვალენტინა ტერეშკოვა სოჭის ოლიმპიური ცეცხლის მეჩირაღდნედ აირჩიეს

ვალენტინა ტერეშკოვა სოჭის ოლიმპიური ცეცხლის მეჩირაღდნედ აირჩიეს

მსოფლიოში პირველ ქალ კოსმონავტს, ვალენტინა ტერეშკოვას 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის ოლიმპიური ცეცხლის მეჩირაღდნეობის პატივი ხვდა წილად. ტერეშკოვას გარდა, ოლიმპიური ცეცხლის მეჩირაღდნე იქნება სპორტული ტანვარჯიშის ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ალექსეი ნემოვი, სინქრონულ ცურვაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი მარია კისელევა და კიდევ დაახლოებით 6000 ადამიანი. ამის შესახებ ოფიციალურ პრესრელიზსშია ნათქვამი.

მეჩირაღდნეები რუსეთის ფედერაციის 83 სუბიექტს, ხოლო კიდევ 136 ადამიანი - აშშ-ს, ბრაზილიას, იაპონიას, კორეას, შვეიცარიას, უკრაინას, დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთს წარმოადგენენ.

ესტაფეტის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე 14 წლისაა, ხოლო ყველაზე ხანშიშესული - 93-ის. მეჩირაღდნეებს შორის 300-მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანია.

"სოჭი-2014"-ის ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა 2013 წლის 7 ოქტომბერს მოსკოვში დაიწყება. ჩირაღდანს ჩამოატარებენ 2900 დასახლებულ პუნქტში. საბოლოოდ, ოლიმპიური ცეცხლი 65 000 კმ-ს გაივლის. ესტაფეტა 2014 წლის 7 თებერვალს, ოლიმპიური თამაშების გახსნაზე, სოჭში დასრულდება.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით,

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა