მაიკლ ჯექსონის ქალიშვილს სპეციალურ ინტერნატში გაუშვებენ

მაიკლ ჯექსონის ქალიშვილს სპეციალურ ინტერნატში გაუშვებენ

მაიკლ ჯექსონის ქალიშვილს ძნელად აღსაზრდელი მოზარდების სკოლა-ინტერნატში გაუშვებენ. გადაწყვეტილება ივნისში გოგონას სუიციდის მცდელობას უკავშირდება და ის ბებიამ მიიღო.

პერისის დედამ დები როუმ და მისმა ბებიამ კერტინ ჯექსონმა აღიარეს, რომ ბავშვის ინტერნეტისა და სოციალური ქსელების მავნე ზემოქმედებისგან დაცვა არ შეუძლიათ, მაგრამ დარწმუნებულნი არიან, რომ კალიფორნიის ინსტიტუტის სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ 15 წლის გოგონას ფსიქიკა სრულად აღდგება. პერისი ამჟამად რეაბილიტაციას მათი მეთვალყურეობის ქვეშ გადის.

პრესა წერს, რომ გოგონამ თავის მოკვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაიგო, რომ მას და მის ძმას სხვადასხვა ბიოლოგიური მამა ჰყავთ. 

ინტერნატი Diamond Ranch Academy იუტას შტატის ქალაქ ჰარიკეინში მდებარეობს.

მომზადებულია The New York Post-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება