ზარა ფილიპსი ორსულადაა

ზარა ფილიპსი ორსულადაა

ბრიტანეთის სამეფო ოჯახში ბავშვების "ბუმია". ქვეყანა ტახტის მემკვიდრის, პრინცი უილიამის და ქეით მიდლტონის შვილის მოლოდინშია, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ მალე სამეფო ოჯახს კიდევ ერთი ახალი წევრი შეემატება. დედოფალ ელიზაბეტის შვილიშვილი, პრინცესა ანას ქალიშვილი, ზარა ფილიპსი და მისი მეუღლე, რაგბის მოთამაშე მაიკ ტინდელი პირველ შვილს ელოდებიან.

ახალი ამბავი საზოგადოებას ბუკინგემის სასახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააცნო.

წყვილი 2011 წელს შოტლანდიაში დაქორწინდა. ზარა, ისევე როგორც მისი მეუღლე სპორტსმენია. ის ცხენოსნობითაა დაკავებული და 2010 წელს ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი გახდა.

მომზადებულია spletnik.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა