ჯეიმს კამერონმა სტუდიები 3D ფილმების გადაღების გამო გააკრიტიკა

ჯეიმს კამერონმა სტუდიები 3D ფილმების გადაღების გამო გააკრიტიკა

რეჟისორმა ჯეიმს კამერონმა ის სტუდიები გააკრიტიკა, რომლებიც ფილმებს 3D ფორმატში უშვებენ. ამის შესახებ The Film Stage-ი იტყობინება. ეს განცხადება რეჟისორმა მექსიკაში, TagDF-ს ფორუმზე გააკეთა.

კამერონის თქმით, ზოგიერთ რეჟისორს არ უყვარს 3D ფორმატზე მუშაობა. მიუხედავად ამისა, ისინი იძულებულნი არიან გადაიღონ სტერეოსკოპული ფილმები, ვინაიდან ამას სტუდიები ითხოვენ, რომლებიც 3D-თი მოგების ნახვით არიან დაინტერესებულნი.

კამერონის თქმით, "რკინის კაცი 3" და "ფოლადის ადამიანი" თავისუფლად შეეძლოთ 2D ფორმატში გადაეღოთ.

"თუ 150 მლნ დოლარი სპეცეფექტებზე დახარჯეთ, თქვენი ფილმი ისედაც შთამბეჭდავი გამოვა", - განაცხადა რეჟისორმა.

ჯეიმს კამერონის ბოლო ნამუშევრის, "ავატარის" ბიუჯეტი 273 მლნ დოლარი იყო. სურათი 3D ფორმატშია გადაღებული, თუმცა "ავატარს" სწორედ ამ ფორმატისთვის განკუთვნილი სპეციალური კამერებით იღებდნენ.

რაც შეეხება "რკინის კაც 3-ს" და "ფოლადის ადამიანს", ისინი 2D-ში გადაიღეს და შემდეგ გადაიყვანეს სტერეოსკოპულ ფორმატში.

მომზადებულია The Film Stage-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება