ლეონარდო დიკაპრიომ დედას საქმრო უპოვა

ლეონარდო დიკაპრიომ დედას საქმრო უპოვა

მსახიობმა ლეონარდო დიკაპრიომ დედისთვის, ირმელინისთვის მეორე ნახევარი იპოვა. ეს ამბავი დამოუკიდებლობის დღეს მიძღვნილ წვეულებაზე გაირკვა, რომელიც მალიბუში მადონას მენეჯერმა, გაემ ოსირიმ მოაწყო.

ლეონარდო წვეულებაზე Victoria’s Secret-ის მოდელ ტომი ჰარნთან, დედასთან და მის მეგობარ მამაკაც დევიდთან ერთად მივიდა. მსახიობის დედა და დევიდი უკვე ერთი წელია ერთმანეთს ხვდებიან.

წვეულებაზე გაირკვა, რომ რომანი ორი მაჭანკლის ძალისხმევის ნაყოფია - ლეონარდოსი და დევიდის ქალიშვილის (იგი Black Keys-ის მუსიკოსის მეუღლეა). მათ გადაწყვიტეს, რომ საკუთარი მშობლების მარტოობისთვის ბოლო მოეღოთ და დევიდსა და ირმელინს ბრმა პაემანი მოუწყვეს. ახირება წარმატებული აღმოჩნდა -  წყვილი დღემდე ერთადაა.

მომზადებულია ContactMusic-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება