ჟან პოლ გოტიეს რომში საპროტესტო ლოზუნგებით შეხვდნენ

ჟან პოლ გოტიეს რომში საპროტესტო ლოზუნგებით შეხვდნენ

ფრანგი დიზაინერი ჟან პოლ გოტიე რომში მოდის სახლ Fendi-ს მიწვევით მაღალი მოდის კვირეულში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. 61 წლის გოტიემ, რომელიც საუკეთესო რეჟისორებთან, ალმადოვართან, გრინუეისთან, ბესონთან თანამშრომლობდა, AltaModa-ზე ფედერიკო ფელინის ფილმებს მიძღვნილი კოლექცია წარმოადგინა.

კრიტიკოსები გოტიეს კოლექციით აღფრთოვანდნენ, მაგრამ ცხოველთა უფლებების დამცველები დიზაინერს საპროტესტო დემონსტრაციით შეხვდნენ.

XII საუკუნის ბაზილიკის კედლებთან, სადაც ჩვენება მიმდინარეობდა, ცხოველის უფლებათა 50 დამცველი შეიკრიბა. ისინი სკანდირებდნენ - "გოტიე - მკვლელი" და პლაკატებს აფრიალებდნენ. შემდეგ დემონსტრანტებმა პერანგები და ჯინსები გაიხადეს და მოიშიშვლეს სხეული, რომელზეც ეწერათ "შეჩერდეს მკვლელობა" და "არა ბეწვს".

პოლიციამ მიტინგის მონაწილეებს გოტიესთან პირისპირ შეხვედრის ნება არ მისცა.

მომზადებულია Leiweb-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება