ემბერ როუზი და რეპერი ჰალიფა დაქორწინდნენ

ემბერ როუზი და რეპერი ჰალიფა დაქორწინდნენ

კენი ვესტის ყოფილი საყვარელი, მოდელი ემბერ როუზი და მისი მეგობარი მამაკაცი, რეპერი უიზ ჰალიფა დაქორწინდნენ. 

"ვაშა! მე და ჩემი ბიჭი ოფიციალურად დაქორწინებულები ვართ!", - დაწერა როუზმა მიკრობლოგ "ტვიტერზე". წყვილმა ქორწინება ლოს-ანჯელესში დაარეგისტრირა.

თავის მხრივ, თაყვანისმცემლები საქმის კურსში რეპერმაც ჩააყენა. "მე და ემბერი დღეს დავქორწინდით. ცერემონია შემოდგომაზე გაიმართება".

წყვილმა ნიშნობის შესახებ გასული წლის მარტში განაცხადა, თუმცა მათ ქორწილის გადადება ემბერის ორსულობის გამო მოუხდათ. თებერვალში ჰალიფას და როუზს ვაჟიშვილი, სებასტიან ტეილორ ტომასი შეეძინათ.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება