კიმ კარდაშიანი ქალიშვილისთვის საფენების გამოცვლას თავს არიდებს

კიმ კარდაშიანი ქალიშვილისთვის საფენების გამოცვლას თავს არიდებს

სომხური წარმოშობის სკანდალური ტელეწამყვანის, კიმ კარდაშიანისა და რეპერ კენი უესტის ქალიშვილს ნორთ უესტის (North West - ქართულად ითარგმნება ჩრდილო-დასავლეთი) სადღეღამისო ძიძა ჰყავს.

კარდაშიანი ქალიშვილს ჭუჭყიან საფენებს არ უცვლის. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ვარსკვლავი შავ საქმეს ძიძას "ანდობს". კიმისთვის მნიშვნელოვანია ღამე კარგად გამოიძინოს, შესაბამისად, ჩვილის ტირილით ძილი რომ არ დაუფრთხეს, ძიძა ღამეს ათენებს და პატარას უვლის.

"კიმს სურს, რომ კარგად გამოიძინოს. ძილი კარდაშიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვარსკვლავმა 8 ან 10 საათი უნდა იძინოს. ურჩევნია, ძიძას დიდი ფული გადაუხადოს", - წერს ვებსაიტი showbizspy.com.

როგორც ამბობენ, ჰოლივუდში კარდაშიანის ძიძას ყველაზე მაღალი ჰონორარი აქვს.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება