"როგორც პროფესიონალი, ნუკა გვალიას პირველ ადგილზე დავაყენებდი"

"როგორც პროფესიონალი, ნუკა გვალიას პირველ ადგილზე დავაყენებდი"

გასულ ორშაბათს "რუსთავი 2"-ის მუსიკალური პროექტი "საქართველოს ვარსკვლავი" დასრულდა. ფინალში სამი კონკურსანტი მოხვდა: ნუკა გვალია, მარიკო ლეჟავა და ნინა სუბლატი, რომელთაგანაც გამარჯვება და "საქართველოს ვარსკვლავის" ტიტული ამ უკანასკნელს ერგო. გავრცელდა ხმა, რომ სუბლატის გამარჯვება ბერა ივანიშვილმა დააფინანსა, რადგან ნინა მის სტუდიაში დადიოდა, თუმცა გამარჯვებულმა ეს უარყო. ნინას ეკა კვალიაშვილმაც მიულოცა და "რუსთავი 2"-ის ვარსკვლავი" უწოდა. შემდეგ დასძინა, რომ ეს პროექტი "რუსთავი-2"-ისაა და ამაში გასაკვირი არაფერია. პროექტის შეფასება მუსიკოს რომა რცხილაძეს ვთხოვეთ:

- მუსიკალური პროექტები ქვეყნისთვის მისასალმებელია, მაგრამ ახალ თაობას ზრდიან არა სიმღერით, არამედ ყვირილით. რაც უფრო მეტს იყვირებ, მით კარგი ხარ. სანამ ამას ბოლო არ მოეღება, ეს ბავშვები ვერ ისწავლიან სიმღერის კულტურას და დიდ ბაზარზე არავინ იყიდის ამ პროდუქციას. საჭიროა, მცოდნე ხალხმა მისცეს ბავშვებს რჩევა და არა ისეთებმა, ვისთვისაც ეს უბრალოდ ჰობია. ნუ აყვირებენ ამ ბავშვებს! ასწავლონ სიმღერა გულიდან და სულიდან. ხანდახან პროფესიონალები თუ გავახსენდებით, არ იქნება ურიგო...

რაც შეეხება "საქართველოს ვარსკვლავს", გულწრფელად ვულოცავ ნინას, თუმცა როგორც პროფესიონალი, მაინც გვალიას დავაყენებდი პირველ ადგილზე...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება