მსოფლიოში ჭარბი წონა ყველაზე მეტად მექსიკელებს აწუხებს

მსოფლიოში ჭარბი წონა ყველაზე მეტად მექსიკელებს აწუხებს

მექსიკაში ჭარბი წონით დაავადებულთა რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერ მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში. ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მოხსენებაშია ნათქვამი.

ზრდასრული მექსიკელების თითქმის მესამედი ან 32,8 % ჭარბწონიანია. ეს აშშ-ს მონაცემებზე მეტია, სადაც ანალოგიური მაჩვენებელი 31,8 %-ს შეადგენს. მესამე ადგილზე სირიაა - 31,6 %-ით.

რუსეთში მოსახლეობის თითქმის მეოთხედს- 24,9 %-ს სიმსუქნე აწუხებს. ანალოგიური მაჩვენებელია დიდ ბრიტანეთში. ბელარუსსა და უკრაინაში ჭარბწონიანთა რაოდენობა - 23,4 და 20,1 პროცენტს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ მეჩხერად დასახლებულ განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობაში ჭარბწონიანობა უფრო მაღალია. ნაურუს რესპუბლიკაში მსუქანი ადამიანების რიცხვმა 71 პროცენტს მიაღწია. ამასთან, ქვეყანაში დაახლოებით 10 000 ადამიანი ცხოვრობს.

გაეროს ანგარიშში 2008 წლის მონაცემებია გათვალისწინებული. უფრო გვიანი სტატისტიკით, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) გამოაქვეყნა, მექსიკაში ჭარბწონიანთა რაოდენობა შემცირდა და 30% შეადგინა.

მექსიკის მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, მოსახლეობის 70%-ზე მეტს ზედმეტი წონა აწუხებს. ამასთან ქვეყანაში მსუქანი ბავშვების რაოდენობა ბოლო ათი წლის მანძილზე 8%-ით გაიზარდა.

ქვეყნის მთავრობა სიმსუქნის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს. კერძოდ, ღარიბ ოჯახებს ჯანსაღი საკვების კუპონებს ურიგებს და სკოლებში სწორ კვებაზე ლექციებს ატარებს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა