პლასიდო დომინგო საავადმყოფოში გადაიყვანეს

პლასიდო დომინგო საავადმყოფოში გადაიყვანეს

ესპანელი ტენორი პლასიდო დომინგო ფილტვის ემბოლიის გამო მადრიდის კლინიკაში მოათავსეს.

დომინგო საავადმყოფოში 8 ივლისს მოხვდა. მომღერლის პრეს-მდივნის თქმით, ტენორი სამი-ოთხი კვირის შემდეგ სრულიად გამოჯანმრთელდება.

ავადმყოფობის გამო პლასიდო დომინგომ მადრიდის სამეფო თეატრში ხუთი კონცერტი გადადო.

პლასიდო დომინგო 72 წლისაა. 2010 წლის გაზაფხულზე მომღერალმა ნაწლავის ავთვისებიანი კიბოს ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ სცენას დაუბრუნდა.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება