Disney "მაუგლის" თავიდან იღებს

Disney "მაუგლის" თავიდან იღებს

სტუდია Disney რადიარდ კიპლინგის კლასიკური ნაწარმოების "ჯუნგლების წიგნის" ახალ ეკრანიზაციას იღებს. პროექტის სცენარზე ჯასტინ მარკსი იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ 1894 წელს გამოქვეყნებულ მოთხრობათა კრებულის მთავარი გმირი პატარა ბიჭი მაუგლია, რომელსაც მგლები ზრდიან. 

კიპლინგის ნაწარმოების რამდენიმე ეკრანიზაცია არსებობს. მათ შორის ყველაზე პოპულარული 1967-წელს "დისნეის" მიერ გადაღებული მულტფილმი "ჯუნგლების წიგნია".

გავრცელებული ინფორმაციით, "მაუგლის" საკუთარი ვერსიის გადაღებას სტუდია Warner Bros-იც აპირებს. მისთვის სცენარს "ჰარი პოტერის" სცენარისტი სტივენ კლოვზი დაწერს.

მომზადებულია hollywoodreporter.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება