"ზომბების მსოფლიო ომი" - მრავალნატანჯი პროექტი ბრედ პიტის მონაწილეობით

"ზომბების მსოფლიო ომი" - მრავალნატანჯი პროექტი ბრედ პიტის მონაწილეობით

ჰოლივუდურ კინემატოგრაფში ძალიან პოპულარულია ზომბი-თემა. რამდენიმე ნომრის წინ ჩვენც გაგაცანით სერიალი "მოსიარულე მიცვალებულები", რომელსაც მსოფლიოში მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს და ძალიან აქტიურად უყურებენ საქართველოში. თავის დროზე ეს თემა მილა იოვოვიჩის "ბოროტების სავანემ" წამოსწია წინ. პირველი სერია საკმაოდ საინტერესო, დამაინტრიგებელი იყო და შეიძლება ითქვას, ზომბები საერთაშორისოდ პოპულარული გახადა. მას შემდეგ ზომბებზე შავი კომედიებიც კი გამოდიოდა ცისფერ ეკრანებზე.

უკვე რამდენიმე თვეა, კინომოყვარულები დიდი ინტერესით ელოდებიან ბლოკბასტერს ამავე თემაზე სახელად "ზომბების მსოფლიო ომი". როდესაც სოციალურ ქსელებში ფილმის პირველი ტრეილერი გამოჩნდა, აშკარა იყო, რომ ძალიან მასშტაბურ პროექტთან გვქონდა საქმე. მის წარმოებაში რამდენიმე კომპანია იყო ჩართული, მათ შორის ბრედ პიტის "Plan". პიტმა კი ბლოკბასტერის მთავარი გმირის, გარი ლეინის როლი მოირგო.

"ზომბების მსოფლიო ომი" 2006 წელს მაქს ბრუკსმა დაწერა. ეს არის აპოკალიპტური საშინელებათა ჟანრის წიგნი. სხვათა შორის, ეს მწერალი ადრეც იყო "შემჩნეული" ზომბების სიყვარულში, როდესაც 2003 წელს მსგავს თემაზე წიგნი გამოსცა.

2013 წელს კი ნაწარმოებმა კინოეკრანებზე გადაინაცვლა და მსოფლიო პრემიერა 21 ივნისს გაიმართა, საქართველოშიც ორიოდ კვირის წინ გამოვიდა. ფილმის რეჟისორი გახლავთ მარკ ფოსტერი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება