უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილი "ძმაზე" დაინიშნა

უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილი "ძმაზე" დაინიშნა

უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილი, ბობი კრისტინა ბრაუნი მეგობარ მამაკაცზე, ნიკ გორდონზე დაინიშნა. ნიკი უიტნის ნაშვილები ვაჟია.

მათ რომანს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ახლობლები ამბობენ, რომ 20 წლის ბობისა და 23 წლის ნიკის ურთიერთობა ყოველთვის და-ძმის ურთიერთობაზე მეტი იყო, მაგრამ წყვილმა რომანის შესახებ მხოლოდ დედის გარდაცვალების შემდეგ განაცხადა. ბობიმ ნიშნობის შესახებ ოფიციალურად საკუთარ "ფეისბუქზე" დაწერა.

"მე და ნიკი დავინიშნეთ. დავიღალე იმით, რასაც ადამიანები ამბობენ: "უიტნი რომ ცოცხალი ყოფილიყო, თქვენ ერთად არ იქნებოდით, მას ეს არ მოეწონებოდა". მოდით ავხსნი: ჩვენ ნამდვილი და-ძმა არ ვართ. დედას იგი ოფიციალურადაც კი არ უშვილია. დედა თქვენზე უკეთ მიცნობდა. გარშემო ყველა ამბობს, რომ ვუყვარვარ, მაგრამ სისულელეა, რადგან რომ გიყვარდეთ, ბედნიერებას მისურვებდით. ადამიანებმა ჩემი ურთიერთობის განხილვა უნდა შეწყვიტონ. ჩემი პირადი საქმეა, ვისთან ვიქნები",- დაწერა გოგონამ სოციალურ ქსელში.

მომზადებულია starslife.ru-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება