რობერტ პატინსონი კრისტენ სტიუარტს ვერ ივიწყებს

რობერტ პატინსონი კრისტენ სტიუარტს ვერ ივიწყებს

ჰოლივუდში ყველაზე პოპულარული ახალგაზრდა წყვილის, მსახიობების რობერტ პატინსონისა და კრისტენ სტიუარტის ურთიერთობა დასრულდა, თუმცა პატინსონს ყოფილი შეყვარებული ენატრება.

რობერტის ახალი გატაცება ამერიკელი მომღერლისა და როკ-ენ-როლის მეფის, ელვის პრესლის შვილიშვილი, 24 წლის მოდელი რაილი კიოა, მაგრამ, როგორც ჩანს, ლამაზმანმა რობერტის გულში კრისტენის ადგილი ვერ დაიკავა.

"რობერტი კრისტენით შეპყრობილია. ის მთელი დღე და ღამე ყოფილ შეყვარებულზე ფიქრობს. ზოგჯერ მობილურს იღებს და შესარიგებლად ტექსტს კრეფს, თუმცა მესიჯის გაგზავნას ვერ ბედავს და დეპრესიაში ვარდება. აშკარაა, რომ ისევ კრისტენი უყვარს და მასთან განშორება უჭირს", - განუცხადეს რობერტის მეგობრებმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, წყვილის დაშორების მიზეზი ღალატია - კრისტენმა პარტნიორს რეჟისორ რუპერტ სანდერსთან უღალატა.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება