სელენა გომესი ჯასტინ ბიბერს დაუბრუნდა

სელენა გომესი ჯასტინ ბიბერს დაუბრუნდა

თინეიჯერების საყვარელი წყვილი - მომღერლები ჯასტინ ბიბერი და სელენა გომესი ისევ ერთად არიან.  

19 წლის მომღერალმა Instagram-ზე სელენასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და მიაწერა heartbreaker (გულის გამტეხი). სწორედ ასე ჰქვია ბიბერის ახალ სიმღერას. ჯერჯერობით მათი შეხვედრის მიზეზი უცნობია, მაგრამ ფოტომ, რომელზეც წყვილია გამოსახული, მილიონი მოწონება დააგროვა. როგორც ჩანს, თაყვანისმცემლები წყვილის შერიგებით გახარებული არიან.

ჯასტინ ბიბერმა და სელენა გომესმა შეხვედრა 2010 წელს დაიწყეს. 2012 წელს მათი დაშორების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, მაგრამ ვარსკვლავების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ინფორმაცია უარყვეს. 2013 წლის იანვარში კი სელენა პრემია "ოქროს გლობუსის" გადაცემის ცერემონიაზე მსახიობ ჯოშ ჰატჩერსონთან ერთად მივიდა. 

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება