მოსკოვის სასამართლომ გარდაცვლილი სერგეი მაგნიტსკი დამნაშავედ ცნო

მოსკოვის სასამართლომ გარდაცვლილი სერგეი მაგნიტსკი დამნაშავედ ცნო

მოსკოვის ტვერის ოლქის სასამართლომ გადასახადების გადაუხდელობის ბრალდებით დამნაშავედ ცნო 2009 წელს გარდაცვლილი, ბრიტანულ ფონდ Hermitage Capital-ის ადვოკატი სერგეი მაგნიტსკი. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, სასამართლომ გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით დამნაშავედ ცნო ფონდის ხელმძღვანელი, ბრიტანელი უილიამ ბროუდერიც. რუსეთის პროკურატურამ მისთვის დაუსწრებლად ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯა მოითხოვა. თუმცა, ბროუდერი უარყოფს ბრალდებას.

პროკურორის განცხადებით, მაგნიტსკი და ბროუდერი გარიგებულები იყვნენ.

"მათი თაღლითური ქმედების გამო ბიუჯეტი 522 მილიონზე მეტი რუბლით დაზარალდა", - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა.

"ბიბისის" ცნობით, სერგეი მაგნიტსკის ნათესავებმა მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონო უწოდეს.

სერგეი მაგნიტსკიმ 2008 წელს რუსი მაღალჩინოსნები თაღლითობაში დაადანაშაულა. ქვეყნის ხელისუფლებამ რუსი ადვოკატი დააკავა და ის და მისი კლიენტი, კომპანია Hermitage Capital გადასახადების დამალვაში დაადანაშაულა. 2009 წელს მაგნიტსკი წინასწარი პატიმრობის საკანში დაიღუპა. რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებების საბჭოს წევრთა განცხადებით, სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, რეზინის ხელკეტით ცემა და მისთვის სამედიცინო დახმარების არგაწევა გამხდარიყო.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა