"ზო­გი­ერ­თმა თქვა, ნი­კა გვა­რა­მი­ას მა­რი­კო ლე­ჟა­ვა მოს­წონ­სო"

"ზო­გი­ერ­თმა თქვა, ნი­კა გვა­რა­მი­ას მა­რი­კო ლე­ჟა­ვა მოს­წონ­სო"

მა­რი­კო ლე­ჟა­ვა მსმე­ნელ­მა პრო­ექტ "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი­დან" გა­იც­ნო. მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბი­სა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის წყა­ლო­ბით მა­რი­კო კონ­კურ­სის ფი­ნალ­შიც მოხ­ვდა. ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რალ­თან ინ­ტერ­ვიუ მის და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩავ­წე­რეთ, 7 ივ­ლისს მა­რი­კო 18 წლის გახ­და.

- მა­რი­კო, რო­გორ აღ­ნიშ­ნე და­ბა­დე­ბის დღე?

- 18 წლის გავ­ხდი და სა­კუ­თა­რი და­ბა­დე­ბის დღე "ა­უ­რა­ში" აღ­ვნიშ­ნე ნი­ნა სუბ­ლატ­თან და ჩემს სხვა მე­გობ­რებ­თან ერ­თად. ბო­ლო სა­მი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ კონ­კურ­სი­სა და ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დი, გარ­თო­ბის­თვის დრო აღარ მრჩე­ბო­და, ამი­ტომ მინ­დო­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ბა­დე­ბის დღე მქო­ნო­და და ასეც მოხ­და. ძა­ლი­ან კარ­გად გა­ვერ­თეთ.

- ნი­ნა სუბ­ლატს "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი­დან" და­უ­მე­გობ­რდი?

- მე და ნი­ნა კლა­სე­ლე­ბი ვართ, წლე­ბია ვმე­გობ­რობთ. ერ­თად ვსწავ­ლობ­დით ბე­რა ივა­ნიშ­ვი­ლის მუ­სი­კა­ლურ სტუ­დი­ა­შიც. ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად მოვ­დი­ვართ. "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" კას­ტინ­გზეც კი ერ­თად მი­ვე­დით, მე მინ­დო­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ნი­ნა უბ­რა­ლოდ გა­მომ­ყვა, რო­ცა მი­ვე­დით, მა­ნაც სცა­და ბე­დი და ორი­ვე მოვ­ხვდით. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ჩვენ შო­რის კონ­კუ­რენ­ცია იყო, მაგ­რამ ზუს­ტად ისე გა­მი­ხარ­და ნი­ნას გა­მარ­ჯვე­ბა, რო­გორც სა­კუ­თა­რი გა­მი­ხარ­დე­ბო­და. ვერც ვი­ფიქ­რებ­დი, ფი­ნალ­ში თუ მოვ­ხვდე­ბო­დი, რა­ტომ­ღაც არა­სო­დეს ვარ სა­კუ­თარ ძა­ლებ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი. ოთხ­ჯერ ვი­დე­ქი აუტ­სა­ი­დე­რებ­ში, მაგ­რამ გა­დავ­რჩი და ფი­ნალ­ში გა­ვე­დი.

- ამ­ბობ­დნენ, რომ ნი­კა გვა­რა­მი­ას ნა­თე­სა­ვი ხარ და მი­ტო­მაც გა­დახ­ვე­დი ფი­ნალ­ში...

- ზო­გი­ერ­თმა ისიც თქვა, ნი­კა გვა­რა­მი­ას მა­რი­კო ლე­ჟა­ვა მოს­წონ­სო, მაგ­რამ არც მი­სი ნა­თე­სა­ვი ვარ და არც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ნი­კა გვა­რა­მი­ას დიდ პა­ტივს ვცემ, ის კარ­გი მე­ლო­მა­ნი­ა, ხში­რად მო­დი­ო­და ჩვენს რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე და რჩე­ვებს გვაძ­ლევ­და. ყვე­ლას ერ­თნა­ი­რად გვგულ­შე­მატ­კივ­რობ­და. ეს ჭო­რე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ გა­აქ­ტი­ურ­და, ერ­თ-ერთ სა­კონ­კურ­სო დღეს ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი ხმა რომ მქონ­და და მა­ყუ­რებ­ლის ხმებს ვე­ტო და­ე­დო. მე ვიქ­ნე­ბო­დი თუ სხვა, "რუს­თა­ვი 2" შანსს, რომ ვე­ტო და­ე­დო მა­ყუ­რებ­ლის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის­თვის, მა­ინც გა­მო­ი­ყე­ნებ­და.

- ერ­თ-ერთ ტურ­ში, რო­ცა შენ და ლე­ვან მას­პინ­ძე­ლაშ­ვი­ლი იდე­ქით აუტ­სა­ი­დე­რებ­ში, ლე­ვა­ნის პრო­ექ­ტი­დან გაგ­დე­ბა მა­რი­ნა ბე­რი­ძემ პრე­სა­ში კრი­ტი­კუ­ლად შე­ა­ფა­სა. ეთან­ხმე­ბი მის მო­საზ­რე­ბას?

- ყვე­ლას აქვს სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მოთ­ქმის უფ­ლე­ბა. მა­რი­ნა ბე­რი­ძეს ვერ შე­ვე­და­ვე­ბი. რო­ცა მე და ლე­ვა­ნი ვი­დე­ქით აუტ­საი­დე­რებ­ში და მან და­ტო­ვა პრო­ექ­ტი, ლე­ვა­ნის გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა უამ­რა­ვი ცუ­დი კო­მენ­ტა­რი და­წე­რეს ჩემ­ზე, მაგ­რამ ამის გა­მო არ გავ­ბრა­ზე­ბულ­ვარ. ეს მა­თი მო­საზ­რე­ბა­ა. მა­რი­ნა ბე­რი­ძემ ისიც თქვა, რომ ირაკ­ლი ფუტ­კა­რა­ძე არ უნ­და მოხ­ვედ­რი­ლი­ყო პრო­ექ­ტში, ყვე­ლა სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად ფიქ­რობს, ვერ შე­ე­და­ვე­ბი.

- აღ­ნიშ­ნე, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტი ხარ, რო­მე­ლი ფა­კულ­ტე­ტი აირ­ჩი­ე?

- მინ­და ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რო, რად­გან ეს სფე­რო ყვე­ლა­ზე ახ­ლო­საა ჩემ­თან. მე­ო­რად ფა­კულ­ტე­ტად მი­თი­თე­ბუ­ლი მაქვს ჟურ­ნა­ლის­ტი­კა. მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ად­ვი­ლად შე­მიძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის დამ­შვი­დე­ბა, ამი­ტო­მაც ვფიქ­რობ, კარ­გი ფსი­ქო­ლო­გი გა­მო­ვალ. სწავ­ლის პარა­ლე­ლუ­რად გა­ვაგ­რძე­ლებ სიმ­ღე­რას, უკ­ვე მაქვს კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მე­ბი. მა­ნამ­დე კი კვა­რი­ათ­ში უნ­და და­ვის­ვე­ნო ნი­ნა სუბ­ლატ­თან და ჩვენს ორ მე­გო­ბარ­თან ერ­თად.

- ალ­ბათ, პირ­ვე­ლად მი­დი­ხარ მარ­ტო და­სას­ვე­ნებ­ლად...

- არა, ჩე­მი მშობ­ლე­ბი ყველ­გან მიშ­ვე­ბენ, მათთან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. მე არას­დროს ვიქ­ცე­ვი ისე, რომ გა­მიბ­რაზ­დნენ და აკ­რძალ­ვე­ბი და­მი­წე­სონ. ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც ოჯა­ხის წევ­რებ­თან ვკა­მა­თობ, ესაა შინ დრო­უ­ლად დაბ­რუ­ნე­ბა.

- სა­ზაფ­ხუ­ლოდ გარ­დე­რო­ბი გან­ა­ახ­ლე?

- სა­მი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ერ­თოდ არა­ფე­რი მი­ყი­დი­ა, ამის დრო არ მქონ­და. ისე კი ძა­ლი­ან მიყ­ვარს მა­ღა­ზი­ებ­ში სი­ა­რუ­ლი და ახა­ლი სა­მო­სის შე­ძე­ნა. მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, რო­მე­ლი ბრენ­დის იქ­ნე­ბა,­ მთა­ვა­რი­ა, მიხ­დე­ბო­დეს. ვი­ცი, რომ ამ სე­ზონ­ზე მო­დუ­რია წი­თე­ლი ფე­რის სა­მო­სი, ამი­ტომ ვეც­დე­ბი ამ ფერს მი­ვა­ნი­ჭო უპი­რა­ტე­სო­ბა.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ყო­ფილ­ხარ?

- რამ­დენ­ჯე­რაც გინ­და! ბევ­რჯერ მე­გო­ნა, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ 2-3 თვე­ში ვხვდე­ბი, რომ ეს სიყ­ვა­რუ­ლი არ არის. ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ფე­რი ასა­კის ბრა­ლია. მომ­წონს შავ­გრე­მა­ნი, მა­ღა­ლი და სა­შუ­ა­ლო წო­ნის ბი­ჭე­ბი. ახ­ლა ჩე­მი გუ­ლი მთლი­ა­ნად თა­ვი­სუ­ფა­ლი­ა.

- შე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნესს უკავ­შირ­დე­ბა?

- ქარ­თველ მომ­ღერ­ლებს ძა­ლი­ან ცუ­დი მიდ­გო­მა აქვთ შო­უ­ბიზ­ნე­სი­სად­მი. ყვე­ლა ამ­ბობს, რომ შო­უ­ბიზ­ნე­სი არ არ­სე­ბობს, თუ არა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, არც იარ­სე­ბებს. ერ­თხელ თუ არ გა­მო­გი­ვა საქ­მე, მე­ო­რედ და მე­სა­მედ უნ­და სცა­დო. მინ­და ქა­ვე­რე­ბის ალ­ბო­მის გა­მოშ­ვე­ბა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რო­მე­ლი­მე ბიზ­ნეს­მე­ნი ჩა­დებს ამა­ში ფულს. მყავს ახ­ლო­ბე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უარს არ იტყ­ვი­ან.

სა­მო­მავ­ლოდ საზღ­ვარ­გა­რეთ ვა­პი­რებ კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას, მე და ნი­ნას გვინ­და "იქს ფაქ­ტორ­ში" ან "ვო­ის­ში" მი­ვი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ასე გა­ვაც­ნოთ სა­კუ­თა­რი თა­ვი და ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ოს.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება